mTavari
wmida werili
wmindanTa
cxovreba
saeklesio
kalendari
samRvdeloeba
marxvebi
locvani
galoba
xatebi
eparqiis
istoria
eparqiis
gamomcemloba
qronika
sasuliero
saswavleblebi
saqarTvelos eklesiis foto matiane
eklesia
monastrebi
eparqiis foto matiane
xalxuri
simRerebi
bmulebi
werilebi
saq. eklesia
monastrebi
wminda sinodi
sxvadasxva
fotoalbomi
|

დიდი მარხვის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე გვაუწყებს ეკლესია მის მოახლოებას და მოგვიწოდებს, რათა შევაბიჯოთ მოსამზადებელ პერიოდში. საეკლესიო საწელიწადო ციკლის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენისათვის (უმთავრესი დღესასწაულების, აგრეთვე დიდი მარხვისთვის) ეკლესია გვამზადებს წინასადღესასწაულო დღეებით ან მარხვის წინა მოსამზადებელი კვირების მეშვეობით. ეს მართლმადიდებლური სალიტურგიო ტრადიციის დამახასიათებელი ნიშანია. რატომ? იმიტომ, რომ ეკლესია ღრმად შეიგრძნობს ადამიანის ფსიქოლოგიურ ბუნებას. ის იცნობს ჩვენი ცხოვრების საშინელ „გაამქვეყნიურებასა“ და თვითჩაღრმავების ნაკლებობას, ეკლესიამ იცის, რომ ჩვენ სწრაფი ცვლილების, ერთი სულიერი განცდიდან მეორეზე ადვილი გადასვლის უნარი არ შეგვწევს. ამიტომაც ჭეშმარიტი მარხვითი მოსაგრეობის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ეკლესია ჩვენს ყურადღებას მიმართავს, რათა მისი მნიშვნელობა გავიაზროთ. დიდი მარხვის ჭეშმარიტი მოსაგრეობის დაწყებამდე ჩვენ მისი მნიშვნელობის განმარტება გვეძლევა. ეს მომზადება დიდი მარხვის წინამავალი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდება და თითოეული საკვირაო საკითხავი სახარებისა სინანულის რომელიმე ძირითად მხარეს ეძღვნება.
დიდი მარხვის მომასწავებელი პირველი უწყება გვესმის მარხვამდე ოთხი კვირით ადრე, საკვირაო სახარებაში, რომელიც ზაქეს შეეხება (ლკ. 19,1-10). ეს იმ ადამიანის ისტორიაა, რომელიც მეტისმეტად ტანდაბალი იყო და ეშინოდა, ქრისტეს ვერ დავინახავო. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო მისი სურვილი, რომ მის შესასრულებლად ხეზე აძვრა. იესომ უპასუხა მის სურვილს და შინ ესტუმრა. ამგვარია პირველი თემა, რომელიც სურვილზე მოგვითხრობს. ადამიანი თავის სურვილს მისდევს. ისიც კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვით ადამიანი - ესაა სურვილი, და ადამიანური ბუნების შესახებ ეს ძირეული სიმართლე აღიარებულია სახარებაში: „სადაცაა საუნჯე თქუენი, - გვეუბნება უფალი, - მუნცა იყოს გული თქუენი“ (ლკ. 12,34). ძლიერი სურვილი ამარცხებს ადამიანის ბუნებრივ შეზღუდულობას. როცა მას მთელი გულით სურს რაღაც, იგი ისეთ რამეს სჩადის, რაც „ნორმალურ მდგომარეობაში“ არ შეუძლია. ტანდაბალი ზაქე საკუთარ თავზე მაღლდება. ამიტომაც საკითხი იმით ამოიწურება, მართებულია თუ არა ადამიანის სურვილი, მიმართულია ის კეთილი მიზნისკენ თუ, ჟან პოლ სარტრის, ცნობილი ეგზისტენციალისტისა და ათეისტის, სიტყვისამებრ, ადამიანი არის „ვნება უსარგებლო“.
ზაქეს სურვილი მართებული და კეთილია. მას ქრისტეს ხილვა, მასთან მიახლება სურს. ზაქეს სახით ჩვენ მონანიების პირველ სიმბოლოს ვხედავთ, ესე იგი, სინანული იქიდან იწყება, რომ ადამიანი ყოველი სურვილის სიღრმეს შეიგნებს: წყურვილი, სურვილი ღვთისა, სწრაფვა მისი სამართლისაკენ, ნდომა ნამდვილი ცხოვრებისა. ზაქე „პატარაა“, წვრილმანია, ცოდვილი და შეზღუდული. და აჰა, მისი სურვილი ამარცხებს და სძლევს ყოველივე ამას. იგი თავისი ძალისხმევით იქცევს ქრისტეს ყურადღებას, სტუმრად მოჰყავს იგი თავის სახლში.
აი, ასეთია ეკლესიის პირველი მოწოდება: ჩვენ უნდა გვსურდეს ის ნამდვილი, რაც ჩვენი სულის სიღრმეშია ჩადებული, უნდა ვაღიაროთ აბსოლუტურისკენ სწრაფვა, რომელიც ჩვენში არსებობს დამოუკიდებლად იმისგან, შეგნებული გვაქვს თუ არა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ზურგს ვაქცევთ მას და ვშორდებით, გადავიქცევით ნამდვილ „უსარგებლო ვნებად“. ხოლო თუ საკმაოდ ღრმად, საკმაოდ ძლიერად გვსურს, ქრისტე გვიპასუხებს.
|
|
City Ozurgeti: 9 April Str N19
E-mail:
iosshemoqmedeli@gmail.com
iosshemoqmedeli@posta.ge
E-mail: kcercvadze@gpih.ge
Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88
Mobile: (+995) 99 15-77-67
ეპარქიის ბანკის ანgარიში:
PROCREDIT BANK
BANbankis kodi: 220101922
ანgარიში: 360801014600076
VTB BANK OF GEORGIA
bankis kodi: 220101643
ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.
Mob:895-55-65-44
Mob:895-95-56-15
Mob:irakli:855-18-57-14
ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. |