qarTuli Srifti

ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari

       

Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

wmida werili

wmindanTa
cxovreba

saeklesio
kalendari

samRvdeloeba

marxvebi

locvani

galoba

xatebi

eparqiis
istoria

eparqiis
gamomcemloba

qronika

sasuliero
saswavleblebi

saqarTvelos eklesiis foto matiane

eklesia
monastrebi

eparqiis foto matiane

xalxuri
simRerebi

bmulebi

werilebi

saq. eklesia
monastrebi

wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

დიდი მარხვა

თავი 2. დიდი მარხვის ღვთისმსახურება

1. „ნათელი სევდა“

ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის, თუ უმრავლესობისთვის არა, მარხვა ფორმალური და, ძირითადად, უარყოფითი წესების გარკვეული რაოდენობისაგან შედგება: თავშეკავება სახსნილო საკვებისაგან (ხორცი, რძის ნაწარმი,  კვერცხი), ცეკვისაგან, შესაძლოა, კინოში სიარულისაგანაც. ჩვენ იმდენად დაშორებულნი ვართ ეკლესიის ჭეშმარიტ სულისკვეთებას, რომ ხშირად არ გვესმის, რომ მარხვაში „რაღაც სხვაც“ არის, რის გარეშე ყველა ეს წესი თავისი მნიშვნელობის უდიდეს ნაწილს კარგავს. ეს „რაღაც სხვა“ ყველაზე კარგად შეიძლება განვსაზღვროთ, როგორც ატმოსფერო, „განწყობა“, უპირველეს ყოვლისა, როგორც სულიერი და გონებრივი მდგომარეობა, რომელიც შვიდი კვირის განმავლობაში ავსებს მთელს ჩვენს ცხოვრებას. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მარხვის მიზანი ცნობილი ფორმალური წესების დასაცველად ჩვენი იძულება კი არ არის, არამედ ჩვენი გულის იმგვარად „დარბილებაა“, რომ მან შეძლოს ახალი სულიერი რეალობების აღქმა, ღმერთთან ურთიერთობის აქამდე დაფარული წყურვილის ხელახლა შეგრძნება.

ეს სამარხვო ატმოსფერო, ეს ერთადერთი და განუმეორებელი სულიერი მდგომარეობა, ძირითადად, ღვთისმსახურებათა საშუალებით იქმნება, რადგანაც მარხვისას ლიტურგიულ ცხოვრებაში განსაკუთრებული ცვლილებები შეაქვს. ცალ-ცალკე რომ განვიხილოთ ეს ცვლილებები, ისინი შეიძლება გაუგებარ „რუბრიკებად“, ფორმალურად შესასრულებელ ფორმალურ წესებად მოგვეჩვენოს. მაგრამ მთლიანობაში აღებულნი, ისინი აღმოგვიჩენენ და გვაუწყებენ თვით მარხვის სიღრმისეულ არსს, გვიჩვენებენ და გვაიძულებენ, ვიგრძნოთ ის ნათელი სევდა, რომელიც დიდი მარხვის ჭეშმარიტი სული და ნიჭია. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „მარხვანის“ შემქმნელ წმინდა მამებს, სულიერ მწერლებსა და ჰიმნოგრაფებს, რომლებმაც თანდათანობით გამოიმუშავეს სამარხვო ღვთისმსახურებათა ზოგადი სტრუქტურა და მიანიჭეს პირველმეწირულ ძღვენთა ლიტურგიას ეს დამახასიათებელი მშვენიერება, ჰქონდათ ადამიანის სულის ერთნაირი და ერთიანი ცოდნა. ისინი მართლაც ფლობენ სინანულის სულიერ ხელოვნებას და ყოველ წელს, დიდი მარხვის განმავლობაში, აძლევენ ყველას, ვისაც აქვს სასმენად ყურნი და დასანახად თვალნი, მათი ცოდნით სარგებლობის შესაძლებლობას.

ზოგადი შთაბეჭდილება, როგორც უკვე ვთქვი, „ნათელი სევდის“ განწყობაა. დარნმუნებული ვარ, რომ ადამიანი, რომელიც დიდი მარხეის ღვთისმსახურებისას შედის ეკლესიაში და რომელსაც მხოლოდ შეზღუდული წარმოდგენა აქვს საეკლესიო ცხოვრების შესახებ, უცებ მიხვდება, რას ნიშნავს ეს ერთი შეხედვით წინააღმდეგობრივი გამოთქმა. ერთი მხრივ, მთელს ღვთისმსახურებაში ერთგვარი წყნარი სევდა ჭარბობს: შესამოსელი მუქია, ღვთისმსახურება - ჩვეულებრივზე ხანგრძლივი და უფრო მონოტონური, თითქმის უძრავი. საკითხავები და საგალობლები ცვლის ერთმანეთს, მაგრამ თითქოსდა „არაფერი ხდება“. დროგამოშვებით მღვდელი გამოდის საკურთხეელიდან და ერთსა და იმავე მოკლე ლოცვას კითხულობს, რომლის შემდეგაც ეკლესიაში მყოფნი დიდ მეტანიას აღასრულებენ, ე.ი. მიწამდე ხრიან თავს. და ასე დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ლოცვის ამგვარი ერთფეროვნების, ამ წყნარი სევდის წიაღში ვიმყოფებით.

მაგრამ ბოლოს ვაცნობიერებთ, რომ ეს ხანგრძლივი და ერთფეროვანი ღვთისმსახურება აუცილებელია, რომ ვიგრძნოთ საიდუმლო და ამ ღვთისმსახურების თავდაპირველად შეუმჩნეველი მოქმედება ჩვენს გულში. თანდათანობით ჩვენ ვიგებთ, ან, უფრო სწორად, ვგრძნობთ, რომ ეს სევდა მართლაც ნათელია, რომ ჩვენს არსებაში რაღაც იდუმალი ცვლილება იწყება. თითქოსდა ისეთ ადგილას მოვხვდით, სადაც ვერ აღწევს ცხოვრების ხმაური და ამაოება, ყოველივე ის, რაც ჩვეულებრივ ავსებს ჩვენს დღეებს და ღამეებსაც კი, - ისეთ ადგილას, სადაც მთელს ამ ამაოებას უკვე არანაირი გავლენა აღარ აქვს ჩვენზე. ყოველივე, რაც ადრე ასე მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა და ასე ავსებდა ჩვენს სულს, შფოთვის ის მდგომარეობა, რომელიც ლამის ჩვენს მეორე ბუნებად იქცა, სადღაც ქრება, და ჩვენ ვგრძნობთ თავისუფლებას, ვგრძნობთ, რომ მსუბუქნი და ბედნიერნი გავხდით. მაგრამ ეს არაა ის ხმაურიანი და ზედაპირული, მყიფე და წარმავალი ბედნიერება, რომელიც დღეში ოცჯერ მოდის და გვშორდება. ეს ღრმა ბედნიერებაა, რომელიც ერთი გარკვეული მიზეზიდან კი არ მომდინარეობს, არამედ იქიდან, რომ ჩვენი სული, თევდორე დოსტოევსკის სიტყვებისა არ იყოს, „სხვა სამყაროს შეეხო“. ხოლო შეეხო იგი იმას, რაც აღსავსეა სინათლით, მშვიდობით, სიხარულითა და გამოუთქმელი იმედით. ამ წუთებში ჩვენ გვესმის, რატომ უნდა იყოს ღვთისმსახურება ასეთი ხანგრძლივი და თითქოს მონოტონური. ვხვდებით, რომ სრულიად შეუძლებელია გადავიდეთ ჩვენი სულის ნორმალური მდგომარეობიდან, რომელიც ამაოებით, უდროობითა და ზრუნვითაა სავსე, ხსენებულ სხვა სამყაროში იმის გარეშე, რომ ჯერ არ დავმშვიდდეთ, არ აღვადგინოთ ჩვენს თავში შინაგანი მდგრადობის გარკვეული დონე. ამიტომაა, რომ ისინი, ვინც ღვთისმსახურებას ისე უყურებს, თითქოსდა ეს რაღაც „ვალდებულება“ იყოს და ყოველთვის რაღაც „მინიმალური მოთხოვნები“ აინტერესებს („რა სიხშირით უნდა ვიაროთ ეკლესიაში?“, „რა სიხშირით უნდა ვილოცოთ?“), ვერასოდეს მიხვდებიან ღვთისმსახურებათა ჭეშმარიტ აზრს, რომელსაც სხვა სამყაროში გადავყავართ, სადაც თვით ღმერთი სუფევს! მაგრამ ეს გადასვლა ერთბაშად როდი ხდება, არამედ ნელა, რადგანაც ჩვენი ბუნება დაცემულია და დაკარგა ამ სხვა სამყაროში ბუნებრივი შესვლის უნარი.

და აჰა, როცა ჩვენ განვიცდით ამ იდუმალ გათავისუფლებას, სიმსუბუქესა და სიმშვიდეს, ღვთისმსახურების სევდიანი ერთფეროვნება ახალ საზრისს იძენს, მას ფერი ეცვლება, იგი განწმენდილია თავისი შინაგანი მშვენიერების წყალობით, როგორც დილის მზის სხივით, რომელიც მთის მწვერვალს უკვე მაშინ ანათებს, როცა ქვევით, დაბლობში ჯერ კიდევ ბნელა. ეს სინათლე და ფარული სიხარული მომდინარეობს ალილუიას ხშირი გალობიდან, ღვთისმსახურების საერთო „განწყობიდან“. ის, რაც ადრე ერთფეროვნებად გვეჩვენებოდა, ახლა უკვე სიმშვიდედ ქცეულა. ის, რასაც ადრე სევდად ვგრძნობდით, ახლა განვიცდით როგორც დაკარგულ სიღრმეში დაბრუნებული სულის პირველ მოძრაობას. ყოველივე ამას კი ყოველ დილით გვამცნობს დიდი მარხვის ალილუიას პირველი მუხლი:

ღამითგან აღიმსთობს სული ჩემი შენდამი, ღმერთო, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი შენნი ქუეყანასა ზედა.
ადრე დილითვე ისწრაფის ჩემი  სული შენდამი, ღმერთო, რადგან შენი ბრძანებანი - ნათელია, ამქვეყნად  მოფენილი.

„სევდიანი ნათელი“ ჩემი განდევნისა და ამაოდ განლეული ცხოვრების სევდაა. ხოლო ნათელი კი ღვთის სიახლოვესა და მის მიერ მიტევებას ეკუთვნის, ეს ღმერთთან დაბრუნების სიხარული და მამისეულ სახლში შესვლის სიმშვიდეა. ამგვარია დიდი მარხვის ღვთისმსახურების განწყობა, ამგვარია მისი პირველი შეხება ჩემს სულთან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail:

iosshemoqmedeli@gmail.com

iosshemoqmedeli@posta.ge

E-mail: kcercvadze@gpih.ge

Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

ეპარქიის ბანკის ანgარიში:

PROCREDIT BANK

BANbankis kodi: 220101922

ანgარიში: 360801014600076

VTB BANK OF GEORGIA

bankis kodi: 220101643

ანgარიში: 700347


saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:895-95-56-15

Mob:irakli:855-18-57-14

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
 




Georgian orthodox church calendar.