qarTuli Srifti

ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari

       

Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

wmida werili

wmindanTa
cxovreba

saeklesio
kalendari

samRvdeloeba

marxvebi

locvani

galoba

xatebi

eparqiis
istoria

eparqiis
gamomcemloba

qronika

sasuliero
saswavleblebi

saqarTvelos eklesiis foto matiane

eklesia
monastrebi

eparqiis foto matiane

xalxuri
simRerebi

bmulebi

werilebi

saq. eklesia
monastrebi

wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

2. დიდმარხვის ლოცვა წმინდა ეფრემ ასურისა

ლოცვას, რომელსაც გადმოცემა სულიერი ცხოვრების ერთ-ერთ უდიდეს მოძღვარს, წმინდა ეფრემ ასურს მიაწერს, მართლაც შეიძლება ვუწოდოთ დიდმარხვის ლოცვა, რადგანაც იგი განსაკუთრებით გამოიყოფა დიდი მარხვის ყველა საგალობელსა და ლოცვას შორის.

აი, ამ ლოცვის ტექსტი:

უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყუარებისა და ცუდადმტყუელებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყუარულისა მომმადლე მე, მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თვსთა ცოდვათაჲ და არა-განკითხვაჲ ძმისა ჩემისაჲ, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ეს ლოცვა ორგზის იკითხება დიდი მარხვის ყოველი ღვთისმსახურების ბოლოს ორმაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათობით და კვირაობით ის არ იკითხება, რადგან ამ ორი დღის ღვთისმსახურება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, განსხვავდება ზოგადსამარხვო წესისაგან). ამ ლოცვის პირველი კითხვისას ყოველი თხოვნის შემდეგ სრულდება დიდი მეტანია. შემდეგ 12-ჯერ ვამბობთ: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას“ („ღმერთო, განმწმიდე მე ცოდვილი“), მცირე მეტანიებით. ამის შემდეგ კვლავ იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა და სრულდება დიდი მეტანია.

რატომ უჭირავს ამ მოკლე და მარტივ ლოცვას ასეთი მნიშვნელოვანი ადგილი მთელს სამარხვო ღვთისმსახურებაში? იმიტომ რომ მასში განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხითაა ჩამოთვლილი სინანულის ყველა დადებითი და უარყოფით ელემენტი და ირკვევა ჩვენი, ასე ვთქვათ, პირადი მოსაგრეობის შინაარსი. ამ მოსაგრეობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, განკურნებაა, ერთი რომელიმე ძირითადი სნეულებისაგან, რომელიც მთელს ჩვენს ცხოვრებას წარმართავს და გვაბრკოლებს ღვთისაკენ მოქცევის გზაზე.

ძირითადი სნეულებაა უქმობა, ანუ სიზარმაცე, დაუდევრობა, უდარდელობა. ეს მთელი ჩვენი არსების ის უცნაური სიზარმაცე და პასიურობაა რომელიც მუდამ „ქვევით“ მიგვათრევს, ხელს გვიშლის „ზევით“ მოძრაობაში, გვარწმუნებს, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ სასურველიც არაა. ეს ჩვენში მართლაც რომ ღრმად ფესვგამდგარი ცინიზმია, რომელიც ყველა სულიერ მოწოდებაზე პასუხობს კითხვით „რატომ?“, და რომლის წყალობითაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამაოდ ვხარჯავთ სულიერ ძალებს. „უქმობა“ ყოველი ცოდვის საფუძველია, რადგანაც იგი ძირშივე წამლავს ყოველგვარ სულიერ ენერგიას.

უქმობის ნაყოფი მიმოწვლილველობაა (უსასოობა, უიმედობა), რომელშიც სულიერი ცხოვრების ყველა მოძღვარი ჩვენი სულისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავს. მიმოწვლილველობის ტყვეობაში ჩავარდნილ ადამიანს არ შეუძლია რაიმე კარგისა და დადებითის დანახვა. მისთვის ყველაფერი უარყოფასა და პესიმიზმზე დაიყვანება. ეს ნამდვილად ეშმაკეული ძალაუფლებაა ჩვენს თავზე, რადგანაც სატანა, უპირველეს ყოვლისა, ცრუა. იგი ცრუობს ადამიანის წინაშე ღვთისა და ამა სოფლის შესახებ, იგი ავსებს ცხოვრებას სიბნელითა და უარყოფით. მიმოწვლილველობა სულის თვითმკვლელობაა, რადგანაც, თუ ადამიანი მიმოწვლილველობითაა შეპყრობილი, მას სრულიად დაკარგული აქვს სინათლის ხილვისა და მისკენ სწრაფვის უნარი.

მთავრობისმოყვარება! ეს ძალაუფლების სიყვარულია. რა უცნაურადაც არ შეიძლება მოგვეჩვენოს, სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ჩვენს სულს მთავრობისმოყვარებით ავსებს. სიზარმაცე და მიმომწვლილველობა ამახინჯებს ცხოვრებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას, საზრისისასგან ცლის ჩვენს სიცოცხლეს. მოგვიწოდებს, რათა სრულიად უსამართლო საზღაური მოვითხოვოთ სხვა ადამიანებისაგან. თუ ჩემი სული ღვთისკენ არ ისწრაფვის, თუ მისი მიზანი მარადიული ღირებულებები არაა, სული აუცილებლად გახდება ეგოისტური, ეგოცენტრულიც კი, ეს კი ნიშნავს, რომ ყველა სხვა არსება მისი სურვილებისა და სიამოვნების დასაკმაყოფილებელ საშუალებად იქცევა. თუ ღმერთი ჩემი ცხოვრების უფალი და მეუფე არაა, მე თვითონ ვიქცევი საკუთარი თავის უფლად და მეუფედ, ვიქცევი ჩემი საკუთარი სამყაროს აბსოლუტურ ცენტრად და ყოველივეს განვიხილავ ჩემი საჭიროების, ჩემი სურვილებისა და ჩემი შეგნების თვალსაზრისით. ამგვარად, მთავრობისმოყვარება ძირფესვიანად ამახინჯებს სხვა ადამიანების მიმართ ჩემს დამოკიდებულებას და ცდილობს მათს დამორჩილებას. ეს გრძნობა ყოველთვის არ მოგვიწოდებს, მართლაც ვიმბრძანებლოთ და ვიმეუფოთ სხვებზე: ის შეიძლება გამოიხატოს სხვათა მიმართ გულგრილობით, ზიზღით, ინტერესის, ყურადღებისა და პატივისცემის ნაკლებობით. უქმობისა და უიმედობის სული ამ მემთხვევაში სხვებისკენაა მიმართული და სულიერი თვითმკვლელობა აქ სულიერ მკვლელობას უერთდება.

ყოველივე ამას მოსდევს ცუდად (ამაოდ) მეტყველება. ადამიანმა, ერთადერთმა ღვთის ქმნილებათაგან, მიიღო მეტყველების ნიჭი. ყველა წმინდა მამა ამაში ღვთის ხატის გამოვლენას ხედავს, რადგანაც თვით ღმერთიც სიტყვით გამოგვეცხადა (ი. 1,1). მაგრამ მეტყველების უნარი უზენაეს ნიჭთან ერთად უდიდესი საფრთხეცაა. იგი მართლაც გამოხატავს ადამიანის არსებას, მის თვითაღსრულებას, მაგრამ სწორედ ამის გამო შეუძლია მეტყველების უნარს დაცემის, სიცრუისა და თვითგანადგურების საშუალებად ქცევა. სიტყვა აცხოვნებს და კლავს. სიტყვა შთააგონებს და წამლავს. სიმართლე სიტყვით გამოიხატება, მაგრამ სატანური სიცრუეც სიტყვას იყენებს. უმაღლეს დადებით ძალასთან ერთად სიტყვა სუდიდესი უარყოფითი ძალაც აქვს. ის ქმნის ყოველივე დადებითსა და უარყოფითს. როცა სიტყვა გადაიხრება თავისი საღვთო ბუნებისა და დანიშნულებისაგან, იგი ცუდი, უქმი ხდება. ასე ამაგრებს უქმობის, მიმოწვლილველობისა და მთავრობისმოყვარების სულს, სიცოცხლეც ჭეშმარიტ ჯოჯოხეთად იქცევა. მაშინ სიტყვა უკვე მართლაც რომ ცოდვის მეუფებაა.

ამრიგად, სინანული მიმართულია ცოდვის ამ ოთხი გამოხატულების წინააღმდეგ. ეს დასაძლევი დაბრკოლებებია. მაგრამ ამის ქმნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს. ამიტომაც სამარხვო ლოცვის პირველი ნაწილი ადამიანური უსუსურობის სიღრმიდან გამომავალი ძახილია. ამის შემდეგ ლოცვა გადადის სინანულის დადებით მიზნებზე. ეს მიზნებიც რიცხვით ოთხია.

სიწმიდე (ან, უფრო ზედმიწევნით - უბიწოება, ზნეობრივი სიმრთელე)!რომ არ მივანიჭოთ ამ ცნებას მხოლოდ დამატებითი სექსუალური მნიშვნელობა, როგორც ამას ხშირად სჩადიან, ის უნდა გავიგოთ, როგორც უქმობის სულთან დადებითი დაპირისპირება. უქმობა, უპირველეს ყოვლისა ჩვენი თვალსაზრისებისა და გაგების, ჩვენი ენერგიის გაბნევას, დანაწევრებასა და მსხვრევას ნიშნავს, ეს საგანთა მთლიანობის შემჩნევის უუნარობაა. უქმობის საწინააღმდეგო სწორედ რომ სიმრთელეა, მთლიანობაა. თუ სიწმიდეს (უბიწოებას), ჩვეულებრივ, სექსუალური გარყვნილების საწინააღმდეგო სიქველედ მიიჩნევენ, ეს მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ ჩვენი არსებობის დამსხვრეულობა არსად ისე არ ცხადდება, როგორც სექსუალურ გარყვნილებაში, ხორციელი და სულიერი ცხოვრების ერთმანეთისგან გაუცხოებაში, სულიერი კონტროლის დაქვეითებაში. ქრისტემ ჩვენი მთლიანობა აღადგინა, აღადგინა ღირებულებათა ჭეშმარიტი იერარქია, დაგვაბრუნა ღმერთთან.

ამ სიმრთელისა თუ სიწმიდის პირველი სასწაულებრივი ნაყოფი არის სიმდაბლე. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ მის შესახებ. ის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შიგნით სიმართლის გამარჯვებაა. მთელი იმ სიცრუის განადგურებაა, რომლის წიაღშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მხოლოდ მდაბალთ შეუძლიათ სიმართლით ცხოვრება, საგნების მათი ჭეშმარიტი მნიშვნელობით დანახვა და მიღება და ამის წყალობით ღვთის სიდიადის, მისი ყველას მიმართ სიყვარულისა და სიკეთის ჭვრეტა. ამიტომაცაა ნათქვამი, რომ „ღმერთი ამპარტავანთა მემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

სიწმიდესა და სიმდაბლეს ბუნებრივად მოსდევს მოთმინება. თავისი ბუნებით დაცემული ადამიანი მოუთმენელია, რადგანაც საკუთარ თავს ვერ ხედავს, სამაგიეროდ ადვილად გამოაქვს განაჩენი სხვებისთვის. მისი შეგნება არასრული, დამსხვრეული, დამახინჯებულია, რის გამოც იგი ყველაფერს სკუთარი გემოვნებისა და თვალსაზრისის მიხედვით განსჯის. იგი გულგრილია ყველას მიმართ, საკუთარი თავის გარდა, ამიტომაც სწადია, რომ მისი პირადი ცხოვრება დაუყოვნებლივ გახდეს ბედნიერი.

მოთმინება ჭეშმარიტად საღვთო სიქველეა. ღმერთი მომთმენია არა იმიტომ, რომ იგი შემწყნარებლურად („ზემოდან ქვემოთ“) გვიცქერს, არამედ იმიტომ, რომ საგანთა არსს რეალურად განჭვრეტს საბოლოო სიღრმემდე, რასაც ჩვენ სიბრმავის გამო ვერ ვხედავთ, მისთვის კი ყოველივე გახსნილია. რაც უფრო ვუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო იზრდება ჩვენში მოთმინების უნარი, მით უფრო ირეკლება ჩვენში ყოველი ცალკეული არსების მიმართ ის პატივისცემა და მზრუნველი დამოკიდებულება, რომელიც მხოლოდ ღმერთისთვისაა დამახასიათებელი.

და ბოლოს, ყველა სიქველის, ყველა ძალისხმევისა და მოსაგრეობის გვირგვინი და ნაყოფი არის სიყვარული, ის სიყვარული, რომლის მონიჭებაც, როგორც უკვე ვთქვით, მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ეს სწორედ ის ნიჭია, რომელიც მთელი სულიერი მომზადებისა და გამოცდილების მიზანს წარმოადგენს.

ეს ყოველივე გაერთიანებულია სამარხვო ლოცვის ბოლო თხოვნაში, სადაც ჩვენ ვევედრებით უფალს რომ შეგვაძლებინოს, დავინახოთ საკუთარი შეცოდებანი და არ განვიკითხოთ ჩვენი ძმა. ბოლოს და ბოლოს ჩვენს წინაშე ერთადერთი საფრთხე დგას: ამპარტავნება. ამპარტავნება ბოროტების საწყისი და წყაროა. მაგრამ საკუთარ ცოდვათა დანახვა არაა საკმარისი. რადგანაც ეს მოჩვენებითი სიქველეც შეიძლება იქცეს ამპარტავნებად. წმინდა მამათა ნაწერები აღსავსეა გაფრთხილებებით ამგვარი ყალბი ღვთისმოსაობის წინააღმდეგ, რომელმაც სინამდვილეში, სიმდაბლისა და თვითგანკიცხვის სახეს ამოფარებულმა, შეიძლება სატანურ ამპარტავნებამდე მიგვიყვანოს. მაგრამ როცა „ჩვენს ცოდვებს ვხედავთ“ და „არ განვიკითხავთ მოყვასს“, როცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიწმიდე (უბიწოება), სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული ჩვენში ერთ მთლიანობად იკრიბება, მაშინ და მხოლოდ მაშინ ისპობა ჩვენში უმთავრესი მტერი - ამპარტავნება.

ლოცვაში შემავალი ყოველი თხოვნის შემდეგ ჩვენ დიდ მეტანიას ვასრულებთ. ამას მხოლოდ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას როდი ასრულებენ. დიდი მეტანია მთელი სამარხვო ღვთისმსახურების ერთერთი დამახასიათებელ ნიშანია. მაგრამ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვისას ყველაზე ნათლად იხსნება მისი საზრისი. სულიერი აღორძინების ხანგრძლივსა და ძნელ მოსაგრეობაში ეკლესია არ განყოფს ერთმანეთისაგან სულსა და სხეულს. ადამიანი მთლიანად ჩამოშორდა ღმერთს - სულითა და ხორცით. და ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის ასევე მთლიანად უნდა იქნეს აღდგენილი - სულიერად და ხორციელად. ცოდვით დაცემა სწორედ ირაციონალური და ცხოველური ხორცის გამარჯვებაა სულიერ ღვთაებრივ ბუნებაზე. მაგრამ სხეული მშვენიერია და წმინდაა, იმდენად წმინდა, რომ თვით ღმერთი განხორციელდა. ცხოვნება და სინანული არაა სხეულისადმი ზიზღი ან მის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება, არამედ სხეულის აღდგინებაა მისი ჭეშმარიტი დანიშნულებისათვის, რადგანაც იგი სიცოცხლის გამოხატულება და ადამიანის ფასდაუდებელი სულის ტაძარია. ქრისტიანული ასკეტიზმი სულაც არაა სხეულის წინააღმდეგ ბრძოლა: ეს არის ბრძოლა სხეულისათვის. ამიტომაც ინანიებს მთელი ადამიანი - მისი სული და ხორცი. სხეული სულის ლოცვაში მონაწილეობს, მსგავსად იმისა, როგორც სულიც თავის სხეულში ლოცულობს და არა მის გარეთ. ამგვარად, დიდი მეტანია და მიწაზე განრთხმა სინანულისა და სიმდაბლის, თაყვანისცემისა და მორჩილების „ფსიქო-სხეულებრივი“ ნიშანი და სამარხვო ღვთისმსახურების განმასხვავებელი თვისებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail:

iosshemoqmedeli@gmail.com

iosshemoqmedeli@posta.ge

E-mail: kcercvadze@gpih.ge

Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

ეპარქიის ბანკის ანgარიში:

PROCREDIT BANK

BANbankis kodi: 220101922

ანgარიში: 360801014600076

VTB BANK OF GEORGIA

bankis kodi: 220101643

ანgარიში: 700347


saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:895-95-56-15

Mob:irakli:855-18-57-14

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
 




Georgian orthodox church calendar.