|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ღმრთისმსახურების განგება
|
|||||||||||||||
...რაჲთა თუალნი ჩუენნი იყვნენ განშორებულ ყოვლისაგან ვნებულისა ხედვისა, და სასმენელნი სიტყუათა მიმართ ცუდთა უვალ, ხოლო ენა წმიდა იყავნ სიტყუათაგან უჯეროთა, წმიდა ჰყვენ ბაგენიცა ჩუენნი მაქებელად შენდა, უფალო, ჴელნი ჩუენნი შორს ჰყვენ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, და ღირს-ჰყვენ იგინი საქმედ ყოვლისავე, რომელი სათნო არს შენდა, და ყოველნი ასონი ჩუენნი და გონებაჲ შენითა მადლითა შეზღუდე. |
...რათა ჩვენს თვალთა გამოხედვა განიწმიდოს ვნებისაგან, ჩვენმა ყურებმა არ შეიწყნარის ამაო საუბარი, ხოლო ენა ნუ წარმოთქვამს უხამს სიტყვებს. ჩვენი ბაგეები შენს მაქებლად განწმიდე, უფალო, ჩვენი ხელები განაშორე ყოველგვარ ბოროტ საქმეს, და ღირსი გახადე ისინი შენთვის მოსაწონი საქმეების ქმნისა; ჩვენი სხეულის ყოველ ასოსა და გონებას გარს შემოარტყი შენი მადლი. |
მეორე ლოცვა გვამზადებს პირველშეწირული ძღვენის ტრაპეზზე გადმობრძანებისათვის:
...რამეთუ აჰა ესერა უხრწნელსა ჴორცსა მისსა და ცხოველსმყოფელსა სისხლსა, ამას ჟამსა ეგულების შემოსლვად და ტრაპეზსა ამას ზედა საიდუმლოჲსასა დაგებად, სიმრავლისაგან ზეცისა მჴედრობათასა უხილავად ძღუენი, რომელთა ზიარებაჲ დაუსჯელად მოგუმადლენ ჩუენ, რაჲთა მათ მიერ გონებისა ჩუენისა თუალნი განბრწყინდენ, და ძედ ნათლისად და დღისად ვიქმნნეთ. |
...აი, უკვე მისი (ქრისტეს) უხრწნელი ხორცი და მაცოცხლებელი სისხლი მომზადებულია საღმრთო საიდუმლოს (ქრისტეს ხორცისა და სისხლის) ტრაპეზზე დასასვენებლად, და იგი მოჰყავს მარავალრიცხოვან ზეციურ მხედრობას. მასთან ზიარება დაუსჯელად მოგვმადლოს ღმერთმა, რათა ეგვეხილოს გონების თვალი, და გავხდეთ ძენი ნათლისა და დღისა. |
ამის შემდეგ დგება ნაკურთხი ძღვენის ტრაპეზზე გადმოსვენების საზეიმო მომენტი. გარეგნულად ეს შესვლა ლიტურგიისას აღსრულებულ დიდ შესვლას მოგვაგონებს, მაგრამ თავისი არსებითა და სულიერი მნიშვნელობით ის, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებულია. სრულ ევქარისტიულ ღთისმსახურებაში დიდი შესვლა არის ჯერ უკურთხებელი ძღვენის გადასვენება: ეკლესია მსხვერპლად სწირავს ღმერთს საკუთარ თავს, თავის და თავისი წევრების ცხოვრებასა და მთელს ღვთის ქმნილებას და ამ მსხვერპლშეწირვაში ეს ძღვენიც იგულისხმება და თვით ქრისტეს ერთადერთი და სრულყოფილი მსხვერპლიც. ქრისტეს ხსენებით ეკლესია მოიხსენიებს ყველას, ვის საცხოვნებლადაც გასწირა ქრისტემ საკუთარი თავი. პირველშეწრულის ლიტურგიის განმავლობაში კი არა გვაქვს არც მსხვერპლი, არც ევქარისტია, არც ძღვენის კურთხევა. ამის მიუხედავად ჩვენს წინაშე იხსნება და აშკარავდება ქრისტეს ჩვენს შორის ყოფნის საიდუმლოება.
აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ მართლმადიდებლური საღმრთისმსახურო გადმოცემა არ იცნობს ძღვენის „თაყვანისცემას“, რომელიც დროში დაცილებული იყოს თვით ზიარებას: ეს მისი არსებითი განსხვავებაა ლათინური ეკლესიისაგან. მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში, რა თქმა უნდა, პრაქტიკულად არსებობს „სამარაგო“ ნაკურთხი ძღვენის შენახვის ტრადიცია სნეულთა საზიარებლად და სხვა განსაკუთრებული შემთხვევებისთვის. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ქრისტიანული ეკლესიის ადრეულ ისტორიულ პერიოდში ჩვეულებად ჰქონდათ შინ კერძო ზიარება. ჩვენს დროს კი, ამის სამაგიეროდ, არსებობს ნაკურთხი ძღვენის მუდმივი „მარაგი“ და არ არსებობს მისდამი თაყვანისცემის რიტუალი. ამ ორი გარემოების ერთდროული შენარჩუნებით მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავიდან აიცილა დასავლური საკრამენტული რაციონალიზმის საშიშროება. იმისათვის, რომ პროტესტანტთა საწინააღმდეგოდ ნაკურთხ ძღვენში ქრისტეს რეალური და ობიექტური არსებობა დაედასტურებინათ, კათოლიკეებმა, ფაქტობრივად, ერთმანეთს დააცილეს თაყვანისცემა და ზიარება. ამით კარი გაეხსნა ევქარისტიის და თვით ეკლესიის ჭეშმარიტი დანიშნულების სულიერ გაგებაში მეტად საშიშ ცდომილებას, რადგანაც ეკლესიისა და წმინდა საიდუმლოთა მიზანი მატერიის რაღაც ნაწილის „საკრალიზაცია“ კი არაა, რითაც ეს ნაკურთხი მატერია უპირისპირდება დანარჩენს, როგორც პროფანულსა და უწმინდურს. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანი ისაა, რომ ადამიანი ცხოვრების განმავლობაში ღმერთთან მუდმივ ურთიერთობაში იმყოფებოდეს, შეიმეცნოს ღმერთი და ამაღლდეს მის სასუფეველში. ევქარისტია, ნაკურთხი ძღვენი, ამ ურთიერთობის საშუალებაა, ახალი ცხოვრების საზრდოა, მაგრამ არა საბოლოო მიზანი. რადგანაც ღმრთის სასუფეველი საჭმელი და სასმელი კი არაა, არამედ ცხოვრება და სიხარული სულისა წმიდისა მიერ. საზრდო ადამიანის ცხოვრებაში თავის დანიშნულებას ასრულებს მხოლოდ მაშინ, როცა იგი შეჭმულია და გადაქცეულია სიცოცხლედ. სწორედ ასე, მომავალი სოფლის ახალი ცხოვრება უკვდავების საზრდოსთან ზიარებით გვეძლევა. მართლმადიდებელი ეკლესია მუდამ ერიდება ნაკურთხი ძღვენის თაყვანისცემას ზიარების საიდუმლოს გარეშე, რადგანაც ერთადერთი ჭეშმარიტი თაყვანისცემა მაშინ სრულდება, როცა ქრისტეს ხორცსა და სისხლს ვეზიარებით და ამა სოფლად ისე ვიქცევით, როგორ თვით იგი იქცეოდა.
პროტესტანტებს, თავის მხრივ, ეშინიათ წმინდა საიდუმლოებათა ყოველგვარი „მაგიური“ გაგებისა და ისინი იმდენად „სულ-ჰყოფენ“ ნაკურთხ ძღვენს, რომ უარყოფენ მათში ქრისტეს ხორცისა და სისხლის არსებობას თვით ზიარების მომენტის გარეშე. მართლმადიდებელ ეკლესიაში კი ნაკურთხი ძღვენის მარაგი სნეულთა საზიარებლად ინახება და ამით კვლავ აღდგენილია წონასწორობა. ნაკურთხი ძღვენი ზიარებისთვისაა მოცემული, მაგრამ ზიარების რეალობა დამოკიდებულია ნაკურთხი ძღვენის რეალობაზე. ეკლესია არ მოჰყვება მსჯელობას იმის შესახებ, რანაირად არსებობს ქრისტე ნაკურთხ ძღვენში, მაგრამ კრძალავს ამ ძღვენის რაიმე სხვა გამოყენებას ზიარების გარდა. ეკლესია, ასე ვთქვათ, არ სცნობს ნაკურთხი ძღვენის არსებობას ზიარების გარეშე, მაგრამ მტკიცედ სწამს, რომ მსგავსად ღმრთის სასუფევლისა, რომელიც კიდეც უნდა მოვიდეს და კიდეც არსებობს ჩვენს შორის, როგორც ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა „მარჯუენით მამისა“, მაგრამ ამავე დროს ჩვენს შორის იმყოფება უკუნითი უკუნისამდე, - ასევე უკვდავების საზრდოც მუდამ იმყოფება ეკლესიაში.
ეს თეოლოგიური შენიშვნა კვლავ პირველშეწირულის ლიტურგიასთან გვაბრუნებს და ჩვენ მის მწვერვალზე - უკვე ნაკურთხი ძღვენის „გამოცხადებასთან“ - ავდივართ. დიდი შესვლა წარმოიშვა პირველშეწირული ძღვენის გადმოსვენების აუცილებლობიდან. პირველშენირული ძღვენი ამ მომენტამდე ტრაპეზზე კი არ ინახებოდა, არამედ რომელიმე განსაკუთრებულ ადგილას, ხშირად ტაძრის გარეთაც. ეს გადმოსვენება, ბუნებრივია, მოითხოვს საზეიმო განწყობას, რადგანაც თეოლოგიურად იგი აღნიშნავს ქრისტეს გამოცხადებასა და მარხვის, ლოცვისა და მოლოდინის დასრულებას, - იმ შეწევნის, ნუგეშისა და სიხარულის მოახლოებას, რომელსაც ველოდით:
აწ ძალნი ცათანი ჩუენ თანა უხილავად მსახურებენ, რამეთუ აჰა ესერა შემოვალს მეუფეჲ დიდებისაჲ ესერა მსხვერპლი საიდუმლოჲ აღსრულებული მოიყვანების. სარწმუნოებითა და სიყუარულით მოვუჴდეთ, რაჲთა თანაზიარ ცხორებისა საუკუნოჲსა ვიქმნნეთ; ალელუია, ალელუია, ალელუია. |
ამჟამად ზეციური ძალები ღმრთისმსახურებას ჩვენთან ერთად ასრულებენ, რადგანაც ახლა დიდების მეუფე (ქრისტე) უნდა შემოვიდეს; საიდუმლო მსხვერპლი, უკვე შეწირული და განსრულებული შემოიყვანება. რწმენითა და სიყვარულით შევეგებოთ, რათა სამარადისო ცხოვრების თანაზიარნი გავხდეთ. ალელუია, ალელუია, ალელუია. |
ნაკურთხი ძღვენი ახლა უკვე ტრაპეზზეა დასვენებული, ჩვენ კი ზიარებისთვის ვემზადებით და ვითხოვთ:
წმიდა ჰყვენ ჩუენ ყოველთა სულნი და ჴორცნი სიწმიდითა მით მიუღებელითა, რაჲთა წმიდითა სჳნიდისითა, ურცხუენელითა პირითა და განათლებულითა გულითა საღმრთოთა ამათ საიდუმლოთა ვეზიარებოდეთ, და ამათ მიერ განცხოველებულნი შევეერთნეთ თჳთ ქრისტესა შენსა, ...რომელმან თქუა; რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა, რაჲთა... ვიქმნნეთ ტაძარ ყოვლადწმიდისა და თაყუანის-საცემელისა სულისა შენისა, ჴსნილნი ყოვლისაგან საეშმაკოჲსა ღონისა, ...და მივემთხჳნეთ კეთილთა მათ აღთქუმულთა, ყოველთა თანა წმიდათა შენთა... |
განწმიდე, უფალო, ყოველი ჩვენგანის სული და ხორცი სიწმიდით, რომლის წართმევაც შეუძლებელია, რათა წმიდა სინდისით, შეურცხვენელი პირითა და განათებული გულით ვეზიაროთ ამ საღმრთო საიდუმლოს (ქრისტეს ხორცსა და სისხლს), და მათ მიერ განცხოველებულნი შევუერთდეთ თვით ქრისტეს, ...რომელმაც თქვა: ვინც შეჭამს ჩემს ხორცსა და შესვამს ჩემს სისხლს, მე მასთან დავმკვიდრდები და ის ჩემთან, რათა... შევიქნეთ ტაძრად სულისა შენის, ყოვლადწმიდისა და თაყვანისსაცემელისა, და გამოხსნილ ვიქმნეთ ეშმაკის ყოველი ხრიკისაგან, ...და მივაღწიოთ შენს მიერ აღთქმულ სიკეთეს ყველა შენს წმინდანთან ერთად... |
ამ ვედრებას მოსდევს საუფლო ლოცვა, რომელიც ყოველთვის აგვირგვინებს ზიარებისათვის მომზადებას. როცა თვით ქრისტეს მოცემულ ამ ლოცვას წარმოვთქვამთ, ჩვენში ვიღებთ ქრისტეს სულს, როგორც საკუთარს, მის ლოცვას მამის მიმართ - როგორც ჩვენს საკუთარს, მის ნებას, მის სურვილს, მის სიცოცხლეს - როგორც ჩვენს საკუთარს.
ზიარება იწყება ზიარების საგალობლის თანხლებით:
„განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი!“ |
„შეხედეთ და ნახეთ, რომ სათნოა უფალი“ (ფს. 33,9) |
ღმრთისმსახურება მთავრდება და მღვდელი აცხადებს: „მშვიდობით წარვიდეთ!“ ბოლო, ამბიონზე წარმოსათქმელი ლოცვა აჯამებს ამ ღმრთისმსახურების-საღამოჟამინდელი ზიარების სულიერ მნიშვნელობას მთელი დიდი მარხვის მიმართ.
მეუფეო ყოვლისა მპყრობელო, რომელმან ყოველნი დაბადებულნი სიბრძნით დაჰბადენ, რომელმან გამოუთქუმელითა მით განგებულებითა შენითა და მიუთხრობელითა სახიერებითა მოგჳყვანენ ჩუენ ყოვლადპატიოსანთა ამათ დღეთა განსაწმედელად სულთა და ჴორცთა, მოსაკუდინებელად ვნებათა, და სასოებად აღდგომისა; რომელმან ორმეოცთა დღეთა მიერ ფიცარნი მისცენ, ღმრთივწერილნი იგი ასონი, სათნოსა შენსა მოსეს, მოგურიჭენ ჩუენცა, სახიერო, კეთილისა ამის ღუაწლისა მოღუაწებად, და სარბიელსა ამას მარხვათასა სრულყოფად, სარწმუნოებისა შეუხებელად დამარხვად, და თავებისა უხილავთა ვეშაპთასა შემუსრვად, მძლედ ცოდვისა გამოჩინებად, დაუსჯელად მიწევნად და თაყუანის-ცემად წმიდასა აღდგომასა შენსა. |
ყოვლისმპყრობელო მეუფეო, რომელმაც ყოველი შენი ქმნილება სიბრძნით დაჰბადე, რომელმაც შენი მიუწვდომელი მიზანდასახულობითა და გამოუთქმელი სიკეთით მოგვიყვანე ამ პატივსაცემ დღეებამდე, სულისა და ხორცის განსაწმედად, ვნებების დასათრგუნად, აღდგომის იმედის მოსაპოვებლად; რომელმაც ორმოცი დღის ლოცვის შემდეგ შენს რჩეულს, მოსეს, ღმრთის მიერ წარწერილი ფიცრები მიეცი, ჩვენც, სახიერო, შეგვაძლებინე კეთილი ღვაწლის (მოთმინების) აღსრულება და მარხვის სარბიელის წარმატებით დასრულება, სარწმუნოების შეურყეველი დაცვა, უხილავ ვეშაპთა (ეშმაკთა) თავების შემუსვრა, ცოდვების დამარცხება, დაუსჯელად მიღწევა შენი აღდგომის წმიდა დღესასწაულამდე და მისი თაყვანისცემა. |
ახლა ტაძრის კარს მიღმა უკვე დაბნელდა. იქ ღამეა, რომელშიც ჩვენ გავდივართ, რომელშიც ალბათ კიდევ დიდხანს უნდა ვიცხოვროთ, ვიბრძოლოთ, დავითმინოთ. მაგრამ ახლა ამ ღამეს ასხივოსნებს ნათელი, რომელიც ეს-ესაა ვიხილეთ. სასუფეველი, რომლის სიახლოვეს თითქოსდა ჯერ არანაირად შეუცვლია ეს სოფელი, ჩვენ „საიდუმლოდ“ მოგვეცა, მაგრამ ვიცით, რომ სასუფევლის სიხარული და მშვიდობა ჩვენთანაა, ჩვენ კი დიდი მარხვის გაგრძელებისათვის ვემზადებით.
City Ozurgeti: 9 April Str N19
E-mail:
iosshemoqmedeli@gmail.com
iosshemoqmedeli@posta.ge
E-mail: kcercvadze@gpih.ge
Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88
Mobile: (+995) 99 15-77-67
ეპარქიის ბანკის ანgარიში:
PROCREDIT BANK
BANbankis kodi: 220101922
ანgარიში: 360801014600076
VTB BANK OF GEORGIA
bankis kodi: 220101643
ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.
Mob:895-55-65-44
Mob:895-95-56-15
Mob:irakli:855-18-57-14
ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები