|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
დასაწყისი: დიდი კანონიახლა უნდა დავუბრუნდეთ დიდი მარხვის, როგორც მოგზაურობის, იდეასა და გამოცდილებას. ამ მოგზაურობის მიზანია, ერთი სულიერი მდგომარეობიდან მეორეში გადაგვიყვანოს. როგორც უკვე ვთქვით, თანამედროვე ქრისტიანთა უმრავლესობას არ ესმის დიდი მარხვის ეს მიზანი და მასში მხოლოდ წელიწადის იმ პერიოდს ხედავს, როცა მათ რელიგიური მოვალეობების შესრულება ეკისრებათ. ზიარება (წელიწადში ერთხელ!) და საკვების გარკვეული მეზღუდვების დაცვა, რომელიც სულ მალე ანაზღაურდება აღდგომის დღესასწაულზე მარხვის შეწყვეტით. იმის წყალობით, რომ არა მარტო საერონი, არამედ მრავალი სამღვდელო პირიც შეურიგდა დიდი მარხვის ამგვარ გამარტივებულსა და ფორმალურ გაგებას, მარხვის ჭეშმარიტი სულისკვეთება თითქმის განიდევნა ჩვენი ცხოვრებიდან. დიდი მარხვის საღვთისმეტყველო და სულიერი მნიშვნელობის აღდგენა ჩვენი უმნიშვნელოვანესი და არსებითი ამოცანაა, მაგრამ ეს აღდგენა მხოლოდ დიდი მარხვის საღვთისმსახურო რიტმისა და აგებულების ჭეშმარიტი გაგების შემთხვევაშია შესაძლებელი. დიდი მარხვის დასაწყისში, მსგავსად საწყისი „ტონისა“, რომელიც დიდი მარხვის მთელს „მელოდიას“ განსაზღვრავს, ჩვენ გვხვდება წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონი. ის ოთხ ნაწილადაა გაყოფილი და დიდი სერობის ლოცვაზე იკითხება დიდი მარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში. ეს გალობანი ანუ კანონი შეიძლება განვსაზღვროთ როგორც სინანულის ტირილი, რომელიც ჩვენს წინაშე გადაშლის ცოდვის უფსკრულის მთელს სიღრმეს, ჩვენს სულს შესძრავს სინანულითა და სასოებით. წმ. ანდრია საოცარი ხელოვნებით აქსოვს თავის სინანულმი დიდ ბიბლიურ სახეებს: ადამსა და ევას, მიწიერ სამოთხესა და შეცოდებას, ნოე მამათმთავარსა და მსოფლიო წარღვნას, დავით წინასწარმეტყველს, აღთქმულ მიწას და ყველაზე მაღლა კი - ქრისტესა და ეკლესიას. ყოველივე ამას კანონის ავტორი ცოდვათა აღსარებასა და სინანულს უკავშირებს. საღმრთო ისტორიის მოვლენები ისეა მოცემული, როგორც ჩემი პირადი ცხოვრება, ღვთის წარსული საქმენი - როგორც ჩემი პირადი ცხოვნებისათვის ქმნილნი, ცოდვისა და ღალატის ტრაგედია - როგორც ჩემი პირადი უბედურება. ჩემი ცხოვრება ნაჩვენებია როგორც ღმერთსა და მის წინააღმდეგ ამბოხებული ბნელეთის ძალების დიდი და ყოვლისმომცველი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი. კანონი სწორედ ამ ღრმად პირადი ძახილით იწყება:
ერთმანეთის მიყოლებით იხსნება ჩემი ცოდვები მათ ღრმა კავშირში ადამიანის ღმერთთან მიმართების ჯერაც შეუწყვეტელ ტრაგედიასთან. პირველი შეცოდების ისტორია - ეს ჩემი პირადი ისტორიაა:
მე დავკარგე ყველა საღმრთო ნიჭი:
ამგვარად, ოთხი საღამოს განმავლობამი კანონის ცხრა გალობა კვღავაც და კვლავაც მოგვითხრობს ქვეყნიერების სულიერ ისტორიას, რომელიც ამავე დროს ჩემი სულის ისტორიაცაა. კანონის სიტყვები პასუხს მთხოვს, რადგანაც იმ მოვლენებზე მელაპარაკება, რომლებიც თუმცა წარსულში მოხდა, მაგრამ მათი საზრისი მარადიულია, რადგანაც თითოეული ადამიანური სული - ერთადერთი და განუმეორებელი განსაცდელის იმავე გზას გადის, იმავე არჩევანისა და უზენაესი და უმნიშვნელოვანესი რეალობის წინაშე დგას. საღმრთო წერილიდან მოყვანილი მაგალითები უბრალო „ალეგორიები“ არაა, როგორც ბევრს ჰგონია, რომელთაც მიაჩნიათ, რომ დიდი კანონი ზომაზე მეტადაა გადატვირთული ისეთი სახელებითა და მოვლენებით, რომლებსაც, თითქოს, არავითარი კავშირი არა აქვთ მათ პირად ცხოვრებასთან. ასეთი ადამიანები ვერ იგებენ, რა საჭიროა კაენისა და აბელის, სოლომონისა და დავითის მოხსენიება იქ, სადაც გაცილებით უფრო მარტივი იქნებოდა, უბრალოდ გვეთქვა: „მე შევცოდე“. მათ არ ესმით. რომ თვით სიტყვას „ცოდვა“ ბიბლიურ და ქრისტიანულ გადმოცემაში დიდი სიღრმე და სიძლიერე აქვს, რის გაგებაც თანამედროვე ადამიანს აღარ ძალუძს, რის გამოც მის მიერ საკუთარ ცოდვათა აღსარება ძალიან გასხვავდება ჭეშმარიტი ქრისტიანული სინანულისაგან. მართლაც. ის კულტერა, რომლის წიაღში ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც ჩვენს თანამედროვე შეხედულებებს აყალიბებს, არსებითად გამორიცხავს თვით ცოდვის ცნებას. რადგანაც ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის დაცემაა თვალუწვდენელი სულიერი სიმაღლიდან, მის მიერ მაღალი სულიერი მოწოდების უარყოფაა. მაგრამ რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ამას კულტურისათვის, რომელიც არ სცნობს ამ სულიერი სიმაღლისა და მოწოდების არსებობას, რომელიც ადამიანს „ზემოდან“ კი არა, „ქვემოდან“ აფასებს, კულტურისათვის, რომელიც თუმცა აშკარად არ უარყოფს ღმერთს, ფაქტობრივად მაინც თავიდან ბოლომდე მატერიალისტურია და ამიტომაც ადამიანის ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობის თვალსაზრისით განიხილავს და უგულებელყოფს მის უმაღლეს, ტრანსცენდენტულ დანიშნულებას? ამ კულტურის ფარგლებში ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, განიხილება როგორც ბუნებრივი სისუსტე, რომელსაც საფუძვღად სოციალური მოუწყობლობა უდევს და რომელიც, ამიტომ, უკეთესი სოციალური მოწყობითა და ეკონომიკური ორგანიზაციით გამოსწორდება. ამ მიზეზით, თანამედროვე ადამიანი, მაშინაც კი, როცა ცოდვებს აღიარებს, უკვე აღარ ინანიებს. თავისი „რელიგიური მოვალეობების“ გაგების შესაბამისად, იგი ან ფორმალურად ჩამოთვლის ხოლმე თავის ცდომილებებსა და რიტუალური წესების დარღვევებს, ან თავის პრობლემებს მოუთხრობს ხოლმე მოძღვარს და ეკლესიისაგან რაღაცნაირ თერაპიას თუ განკურნებას მოელის, რათა სიმშვიდე და ბედნიერება დაიბრუნოს. ვერც ერთ, ვერც მეორე შემთხვევაში ჩვენ ვერ ვხედავთ მონანიებას, იმ ადამიანის სულიერ თავზარს, რომელმაც თავისი თავი გამოუთქმელი დიდების ხატად იხილა და აღიარა, რომ თავისი ცხოვრებით ამ ხატს უღალატა, გათელა და შეურაცხყო ის. ვერ ვხედავთ მონანიებას, როგორც ცოდვის გამო ტკივილს, რომელიც ადამიანის ცნობიერების სიღრმიდან მომდინარეობს, როგორც დაბრუნების სურვილს, როგორც სწრაფვას ღმრთის მოწყალებისა და სიყვარულისკენ. სწორედ ამიტომ არაა საკმარისი, თქვა - „შევცოდე“. ეს სიტყვები თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობასა და ქმედითობას მაშინ იძენენ, როცა ცოდვა მთელი სიღრმითა და სიმძიმითაა განცდილი და გაგებული. დიდი კანონის მნიშვნელობა და მიზანი სწორედ ისაა, რომ ნათლად გამოგვიცხადოს ცოდვა და ამგვარად მიგვიყვანოს სინანულთან. მაგრამ ის ცოდვას ჩამოთვლისა და განსაზღვრებების მეშვეობით კი არა, ბიბლიური ისტორიის ღრმა ჭვრეტით გვიცხადებს, რადგანაც ეს ისტორია ჭეშმარიტად ცოდვის, მონანიებისა და მიტევების ამბავია. ამ ჭვრეტას სრულიად განსხვავებულ სულიერ კულტურაში შევყავართ, მოგვიწოდებს, მივიღოთ ადამიანის, მისი ცხოვრებისა და სულიერი მოტივაციების სრულიად განსხვავებული გაგება. კანონი ჩვენში აღადგენს იმ სულიერ მსოფლგაგებას, რომლის შიგნით მონანიება კვლავ შესაძლებელია. მაშინ გვესმის:
ჩვენ გვესმის, რომ ბიბლიაში ასე მოკლედ მოთხრობილი პირველი მსხვერპლშეწირვის ისტორია ჩვენ რაღაც ძალიან არსებითს გვიხსნის ჩვენს საკუთარ ცხოვრებაშიც და, საერთოდ, ადამიანში. ჩვენ ვიგებთ, რომ ცოდვა, უპირველეს ყოვლისა, არის უარყოფა ცხოვრებისა, როგორც საღმრთო ნიჭისა და ღმრთის მიმართ შეწირული მსხვერპლისა. გვესმის, რომ ცოდვის ფესვი ჩვენი სიყვარულისა და მისი უზენაესი ობიექტისაგან დაშორებაა. ამ გამოცხადების წყალობით შესაძლებელი ხდება, წარმოვთქვათ თანამედროვე ცხოვრებისეული გამოცდილებისაგან უსასრულოდ დაშორებული სიტყვები, რომლებიც უღრმეს სიმართლეს გვეუბნებიან:
იმისათვის, რომ ნამდვილად „გავიგოთ“ დიდი კანონი, რა თქმა უნდა, აუცილებელია ბიბლიის ცოდნა და ბიბლიური სახეების შეთვისება. თუ დღეს ამ კანონს ბევრი მოსაწყენ და ჩვენი ცხოვრებისაგან მოწყვეტილ ტექსტად მიიჩნევს, ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ამ ადამიანების რწმენა არ საზრდოობს საღმრთო წერილის წყაროდან, რომელიც წმინდა მამებისათვის მართლაც რომ სარწმუნოების წყარო იყო. ჩვენ კვლავ უნდა ვისწავლოთ სამყაროს ისე აღქმა, როგორც ის ბიბლიაშია მოცემული, უნდა ვისწავლოთ ამ ბიბლიურ სამყაროში ცხოვრება. და ამის სწავლის საუკეთესო საშუალება კი ქრისტიანული ღმრთისმსახურებაა, რომელიც არა მარტო გადმოგვცემს ბიბლიურ მოძღვრებას, არამედ ცხოვრების ბიბლიურ წესსაც გვიხსნის. ამიტომაც დიდი მარხვის მოგზაურობა საწყის წერტილთან დაბრუნებით იწყება, დაბრუნებით ქვეყნიერების შექმნასთან, პირველშეცოდებასა და ხსნასთან, იმ სამყაროსთან, სადაც ყვეღაფერი ღმერთზე გვესაუბრება, ღმრთის დიდებას ირეკლავს; სადაც ყველაფერი, რაც ხდება, ყველა მოვლენა უშუალოდ ღმერთს უკავშირდება; სადაც ადამიანი პოულობს თავისი ცხოვრების ნამდვილ განზომილებებს და, როგორც კი იპოვის, ცოდვებს ინანიებს.
|
|||||||||||||
City Ozurgeti: 9 April Str N19 E-mail: iosshemoqmedeli@gmail.com iosshemoqmedeli@posta.ge E-mail: kcercvadze@gpih.ge Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88 Mobile: (+995) 99 15-77-67 ეპარქიის ბანკის ანgარიში: PROCREDIT BANK BANbankis kodi: 220101922 ანgარიში: 360801014600076 VTB BANK OF GEORGIA bankis kodi: 220101643 ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს. Mob:895-55-65-44 Mob:895-95-56-15 Mob:irakli:855-18-57-14 ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. | |||||||||||||