|
ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari
|
Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari |
|||||
|---|---|---|---|---|---|---|
|
დიდი მარხვის განზოგება (გაშუალედება) - წმინდა ჯვარიდიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება. ამ დღის ღამისთევისას დიდი დიდებისმეტყველების შემდეგ ტაძრის შუაგულში საზეიმოდ გამოასვენებენ ჯვარს და მთელი კვირით ტოვებენ. ყოველი ღმრთისმსახურების შემდეგ სრულდება ჯვრის განსაკუთრებული თაყვანისცემა. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ჯვარზე ამ კვირადღის ყველა საგალობელი მოგვითხრობს, მაგრამ გვაუწყებს არა ვნებასა და ტანჯვას, არამედ ძლევასა და სიხარულს. უფრო მეტიც, მეორე საკვირაო კანონის ძლისპირები აღებულია საპასექო ღმრთისმსახურებისაგან: „აღდგომისა დღე“ და მთლიანად ეს კანონი სააღდგომო კანონის, ასე ვთქვათ, პარაფრაზს ნარმოადგენს. ყოველივე ამის საზრისი ცხადია. ჩვენ დიდი მარხვის შუაგულს მივაღწიეთ. ერთი მხრივ, ფიზიკური და სულიერი მოსაგრეობა, თუ ის სერიოზული და თანმიმდევრულია, აუცილებლად იჩენს თავს და იგრძნობა დაღლილობა. ჩვენ შემწეობა და გამხნევება გვესაჭიროება. მეორე მხრივ, როცა ამ დაღლილობას დავითმენთ და მთის ნახევარზე ავალთ, იქიდან უკვე მოჩანს მოგზაურობის დასასრული და სააღდგომო ნათლის ბრნყინვალება უფრო ხილვადია. დიდი მარხვა ჩვენი თვითჯვარცმის დროა. ჩვენი, თუნდაც შეზღუდული გამოცდილებაა ქრისტეს მოწოდებისა, რომელიც ამ დღის სახარების საკითხავში ჟღერს: „რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მკ. 8,34). მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ჯვრის აღება და ქრისტეს მიდევნა, თუ თვით ქრისტეს ჯვარს არ ავიღებთ, რომელიც მან ჩვენს საცხოვნებლად აიღო. მხოლოდ მისი ჯვარი გვაცხოვნებს და არა ჩვენი. მხოლოდ მისი ჯვარი ჩვენს ჯვრებს არა მარტო საზრისს, არამედ ძალასაც ანიჭებს. სწორედ ესაა განმარტებული ჯვრის თაყვანისცემის კვირის სვინაქსარში:
ამგვარად გამხნევებულნი და ნუგეშცემულნი შევდივართ დიდი მარხვის მეორე ნახევარში. კიდევ შვიდი დღე და დიდი მარხვის მეოთხე კვირის სახარების საკითხავში გვესმის: „...ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა და მოკლან იგი; და მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 9,31). ამგვარად, ის ძირითადი აქცენტი, რომელიც ადრე ჩვენს მონანიებასა და მოსაგრეობაზე მოდიოდა, ახლა „ჩვენთჳს, კაცთათჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს“ მომხდარ მოვლენებზე გადაინაცვლებს.
მეხუთე კვირის ოთხშაბათის ცისკარზე კვლავ იკითხება ანდრია კრიტელის დიდი კანონი, მაგრამ ამჯერად მთლიანად. თუ დიდი მარხვის დასაწყისში ეს კანონი სინანულის გზის მემღები კარის მოვალეობას ასრულებდა, ახლა იგი სინანულის შეჯამებად და აღსრულებად ჟღერს. თუ მარხვის დასაწყისში ჩვენ მხოლოდ ვისმენდით კანონს, ახლა მისი სიტყვები ჩვენს სიტყვებად, ჩვენს ტირილად, ჩვენს სასოებად და თვით საკუთარი მოსაგრეობის შეფასებად იქცა; სინამდვილეში რას მივაღწიეთ ამ მარხვის განმავლობაში? სადამდე მივედით სინანულის გზაზე? რადგანაც ამ დღეს ყოველივე, რაც ჩვენი პიროვნულია, თავის დასასრულს უახლოვდება. ჩვენ უკვე ქრისტეს მოწაფეებს მივდევთ, როცა ისინი იერუსალიმის გზას ადგნენ და ქრისტე მიუძღოდა მათ. სწორედ ამ დროს უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: „აჰა, ესერა აღვალ იერუსალემდ, და ძე კაცისაჲ მიეცესმღვდელთმთავართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილდ და მისცენ იგი წარმართთა; და ეკიცხევდენ მას და ტანჯონ იგი, და მესამესა დღესა აღდგეს“ (მკ. 10,33-34). ეს მეხუთე კვირიაკის სახარების საკითხავია. სამარხვო ღმრთისმსახურებათა ტონი იცვლება. თუ მარხვის პირველ ნახევარში ჩვენი ძალისხმევა საკუთარი თავის განწმენდაზე იყო მომართული, ახლა ჩვენ გვიხსნიან, რომ ეს განწმენდა არაა თვითმიზანი, არამედ მან უნდა შეგვიყვანოს ჯვრისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს ჭვრეტაში, წვდომასა და ათვისებაში. ჩვენი მოსაგრეობის საზრისი უკვე ამ საიდუმლოში მონაწილეობად იხსნება ჩვენს წინაშე. ამ საიდუმლოებას კი ისე მივეჩვიეთ, რომ გვავიწყდება კიდეც მისი მნიშვნელობა და, როცა უფლის მოწაფეებთან ერთად მივდევთ მას იერუსალიმის გზაზე, ჩვენ გვიკვირს და გვეშინია.
|
|||||
City Ozurgeti: 9 April Str N19 E-mail: iosshemoqmedeli@gmail.com iosshemoqmedeli@posta.ge E-mail: kcercvadze@gpih.ge Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88 Mobile: (+995) 99 15-77-67 ეპარქიის ბანკის ანgარიში: PROCREDIT BANK BANbankis kodi: 220101922 ანgარიში: 360801014600076 VTB BANK OF GEORGIA bankis kodi: 220101643 ანgარიში: 700347
saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili
ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს. Mob:895-55-65-44 Mob:895-95-56-15 Mob:irakli:855-18-57-14 ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები
|
. | |||||