qarTuli Srifti

ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari

       

Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

wmida werili

wmindanTa
cxovreba

saeklesio
kalendari

samRvdeloeba

marxvebi

locvani

galoba

xatebi

eparqiis
istoria

eparqiis
gamomcemloba

qronika

sasuliero
saswavleblebi

saqarTvelos eklesiis foto matiane

eklesia
monastrebi

eparqiis foto matiane

xalxuri
simRerebi

bmulebi

werilebi

saq. eklesia
monastrebi

wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

ვასილი ეგზემპლიარსკი

მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან

„ამინ გეტყვი შენ: დღეს ჩემ თანა
იყო სამოთხესა...“ (ლუკ. 23,43)

სამი ჯვარი აღმართა პილატემ გოლგოთაზე: ორი ავაზაკთათვის და ერთი მაცხოვრისთვის.

აღსასრული მოახლოებულიყო.

შესაძლოა, ავაზაკებს ხიფათითა და ცოდვით აღსავსე ცხოვრება აგონდებოდათ;

განიცადეს კი უფლის მსგავსად გამათრახება, ტანჯვა-დამცირება? ! ალბათ, არა.

სიკვდილი მათთვისაც გარდუვალი იყო. უიმედობა და გაბოროტება ჯვარცმულ ავაზაკებს ყველა ადამიანის მიმართ დაეუფლათ.

ხედავდნენ გასისხლიანებულსა და ტანჯულ უფალს. ესმოდათ მაცხოვრის შეურაცხმყოფელი სიტყვები მღვდელმთავრებისაგან და ხალხისაგან. ეგებ სასწაულსაც ელოდნენ. სასწაულს, მათაც რომ იხსნიდა. მაგრამ მალე გადარჩენის იმედი გაუქრათ, და ეს უგულისხმონიც ქრისტეს შეურაცხმყოფელთა შორის აღმოჩნდნენ. მათ მართლა არ უწყოდნენ რას სჩადიოდნენ, იტანჯებოდნენ ხორციელად და სულიერად. უიმედობით გაბოროტებული ავაზაკები გმობდნენ უფალს, უფალი კი, უსაზღვროდ ტანჯული, გმობისა და სიძულვილის ნაცვლად აქამდე უცნობ, განსაცვიფრებელ მიმტევებლურ სიტყვებს წარმოთქვამდა...

ყოვლისშემძლე ტანჯული...

მშვიდი, მოსიყვარულე, მზრუნველი, არ სწყევლიდა მტანჯველთ, არც რისხავდა, არამედ ლოცულობდა მათთვის.

კვდებოდნენ ტანჯული ავაზაკებიც. კვდებოდნენ თვალებში სინათლემიმქრალნი, გონება დაბინდულ-დაბნელებულნი. ამ სიბნელემ ვერ შეაკავა ადამიანური სინდისის ნათელი. იმ დროს, როდესაც სჯულით „მართალნი“ სიტყვებს ვერ პოულობდნენ ჯვარცმულისადმი სიძულვილის გამოსახატავად, მათი გულები უფრო და უფრო აღივსებოდა რა ბოროტებით, ერთი ავაზაკის გული სიყვარულმა მოიცვა. გონება გაუნათდა, სული კი იმის შემეცნებამდე ამაღლდა, რომ არსებობს არაამქვეყნიური და ამ სოფელზე განუზომლად აღმატებული ცხოვრება... და აი, გმობის ნაცვლად, სინანულის ხმა გაისმა; ვხედავთ მორჩილებას ადამიანური მართლმსაჯულების წინაშე; გვესმის წმიდა აღმსარებლობა ქრისტეს სიმართლისა და ჯვარცმულ ავაზაკში გაჩნდა რწმენა უმაღლესი, არაამქვეყნიური ფასეულობებისადმი.

„სიკვდილის ღირსია!“ - გამძვინვარებულნი გაჰყვიროდნენ მღვდელმთავარნი;

ჯვარცმის აღსრულებას მოითხოვდა ბრბო;

ხელებს იბანდა უბადრუკი მსაჯული...

გაუუხეშდათ გულები „მართლებს“ (სჯულის მოძღვრებს და მასწავლებლებს).

ბრძენნი და წინამძღვარნი ბრმანი და ყრუნი შეიქმნენ სიმართლისათვის.

ჯვარცმულმა ავაზაკმა კი, არამარტო აღიარა ის ჭეშმარიტება, რომ ქრისტეს ცუდი არაფერი ჩაუდენია, არამედ ჯვარცმულსა და ტანჯულ ადამიანში უფალი შეიცნო.

„გარდამოხედინ აწ ჯუარით, რაითა ვიხილოთ და გურწმენეს“ (მარ. 15,32) - დასცინოდნენ მღვდელნი და მწიგნობარნი. უფალს თავისი ძალმოსილება რომ ეჩვენებინა, ეს ადამიანები ირწმუნებდნენ, მლიქვნელურად გაეგებოდნენ ფეხქვეშ და მონებივით მუხლებზე იღოღებდნენ. მაგრამ რა ფასი ექნებოდა ამას?

ავაზაკი კი ლაპარაკობს ქრისტეს სასუფეველზე და უფალს უწოდებს მას, ვინც კაცთა შორის უკიდურესად დამცირებული და შეურაცხყოფილი ჯვარზე კვდებოდა...

საუკუნეები გვაშორებს ისტორიულ ჯვარცმას. ჯვარი, ოდესღაც დამცირებისა და შეურაცხყოფის სიმბოლო, ცხოვრების მომნიჭებელ და თაყვანსაცემ დიად რამ ნიშნად იქცა.

მაგრამ როგორ აღიქვამდა ყოველივეს ჯვარცმული ავაზაკი? მის წინაშე, ერთი მხრივ, იყო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების ავტორიტეტი, ხოლო მეორე მხრივ - უკიდურესი დამცირებისა და შეურაცხყოფის მთელი სისავსე. ყოველივე აღიქვა, განიცადა და გაიგო მან. ავაზაკმა რამდენიმე სიტყვაში წარმოაჩინა რწმენა, რომლის მსგავსი არც მანამდე ჰქონია და არც შემდგომ ექნება ვინმეს. უჩვენა რა უფალმა კაცობრიობას ყოვლისმიმტევებლური სიყვარულით გადარჩენის გზა, მეყსეულად შედგა ამ გზაზე პირველი ადამიანი - ადამიანი უდიდესი პირადი რწმენით, პირველი მაცხოვრებელი (მკვიდრი) ქრისტეს სასუფევლისა.

უდიდესი იყო ავაზაკის რწმენა და უდიდებულესი უფლის პასუხი: „... დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა“.

„უსჯულოთა თანა შეირაცხა“, გლახაკებთან ცხოვრობდა, მეზვერეთა, ცოდვილთა მეგობარი იყო და ავაზაკთან ერთად აღესრულა ჯვარზე.

განვლო საუკუნეებმა, არაერთმა მორწმუნემ გაიარა ეკლიანი გზა ქრისტესი, მაგრამ კაცთაგან არავის აღმოხდენია იმგვარად სრულყოფილი ლოცვა, ჯვარცმულ ავაზაკს რომ აღმოხდა, არც ვინმეს სმენია იმგვარი იმედის მიმცემი სიტყვები, ავაზაკს რომ ესმა ლოცვის პასუხად სამყაროს ჯვარცმული შემოქმედისაგან: - „... დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა“.

გოლგოთაზე სხვა რომ აღარაფერი თქმულიყო, მორწმუნეთა ცხოვრების ნუგეშად ესეც საკმარისი იქნებოდა, მაგრამ ქადაგება ჯვრიდან ჯერ არ დასრულებულიყო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail:

iosshemoqmedeli@gmail.com

iosshemoqmedeli@posta.ge

E-mail: kcercvadze@gpih.ge

Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

ეპარქიის ბანკის ანgარიში:

PROCREDIT BANK

BANbankis kodi: 220101922

ანgარიში: 360801014600076

VTB BANK OF GEORGIA

bankis kodi: 220101643

ანgარიში: 700347


saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:895-95-56-15

Mob:irakli:855-18-57-14

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
 




Georgian orthodox church calendar.