qarTuli Srifti

ozurgeTis RvTismSoblis miZinebis saxelobis sakaTedro taZari

       

Semoqmedis macxovris saxelobis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

wmida werili

wmindanTa
cxovreba

saeklesio
kalendari

samRvdeloeba

marxvebi

locvani

galoba

xatebi

eparqiis
istoria

eparqiis
gamomcemloba

qronika

sasuliero
saswavleblebi

saqarTvelos eklesiis foto matiane

eklesia
monastrebi

eparqiis foto matiane

xalxuri
simRerebi

bmulebi

werilebi

saq. eklesia
monastrebi

wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული

თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან, და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე.  ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

(სახარება ლუკასაგან, თავი 18, მუხლები 9-14 )

 

ნუმცა ვილოცავთ ფარისევლებრ, ჰოი, ძმანო, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს. მოვედით დავმდაბლდეთ წინაშე ღვთისა მარხვითა, და მეზვერისა ხმასა ვღაღადებდეთ სულთქმით და ლმობიერად: ღმერთო, გვილხინე ჩვენ ცოდვილთა ამათ, და მოგვანიჭე ბრალთა შენდობა მრავალ-მოწყალეო, და გვიხსენ მწარეთა მათგან სატანჯველთა საუკუნეთა.

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი)მეზვერისა და ფარისევლის კვირა“

ფარისეველი ზვაობისაგან მწარისა ძლეული, ხოლო მეზვერე იგი სინანულისა მიერ ტკბილისა ლმობილი, შეგივრდეს შენ უფალო; არამედ ერთი იგი სიქადულითა, განვარდა კეთილთაგან; ხოლო მეორე სიმდაბლისა მიერ, ღირს-იქმნა მიმთხვევად ნიჭთა შენთა, რომლისა სულთქმანი დანერგენ გულთა შინა ჩვენთა ქრისტე, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი „იგავი მეზვერესა და ფარისეველზე“

ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, უწყი საღმრთო ძალი ცრემლთა; რამეთუ ეზეკია სიკვდილისაგან იხსენ, და მეძავი იგი ბრალთა სიმრავლისაგან, და კვალად მეზვერე ფარისეველისა უმეტეს განამართლე; ამის-თვისცა მეცა გევედრები: მათ-თანა აღმრაცხე, სახიერ, და შემიწყალე მე.

ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული „მეზვერისა და ფარისევლის კვირა“

ვევლტოდეთ ფარისეველისა მის სიმაღლესა, და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლეჲ, და სულთქმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვჰყოთ: შეგვიწყალენ ჩუენ მხოლოო მრავალ მოწყალეო.

მღვდელი ვ. ვ. შჩუკინი „არა ვარ ვითარცა სხუანი კაცნი...“

სულთქმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა, და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩუენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფესა, ნებავს ცხოვრება ყოველთა კაცთა, და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩუენ-თვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი „სიტყვა მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეს“

მეზვერისა და ფარისეველისა განყოფილება გულის-ხმა-ჰყავ, სულო ჩემო, ერთისა მის უკვე მოიძულე ამპარტავნებისა ხმა; ხოლო მეორისასა ჰბაძევდი ღვთისა ლმობიერად ვედრებასა, და იტყოდე: ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას, და შემიწყალე მე.

სქიიღუმენი საბა (ოსტაპენკო)ამპარტავნების შესახებ

ფარისეველისა მის მოქადულისა ხმა მორწმუნენო მოვიძულნეთ, ხოლო მეზვერისა კეთილად ლმობიერებით ვედრებასა ვბაძვიდეთ, ნუ მაღლად ვბრძნობთ, არამედ თავნი ჩვენნი დავიმდაბლნეთ და ლმობიერებით ღაღად-ვჰყოთ: ღმერთო, გვილხინე ცოდვათა ჩვენთაგან და შეგვიწყალენ ჩვენ.

„ფარისეველი და მეზვერე“ (იგავის განმარტება)

საქმეთა სიქადულისა მიერ განიმართლებდა თავსა თვისსა, უფალო, ფარისეველი იგი, ამისთვისცა დასაჯე, ხოლო მეზვერისა იგი სულ-თქმა სინანულითურთ შეიწირე მხსნელო, და განამართლე; რამეთუ გძაგან მაღალნი გონებითა და გულითა, და სულითა შემუსრვილითა არა შეურაცხ-ჰყოფ. რომლისათვის ჩვენცა შენ შეგივრდებით სიმდაბლით და შემუსრვილებით: რომელმან ივნე ჩვენთვის ხორცითა, მოგვმადლე მოტევება ცოდვათა ზეგარდამო, და მოგვანიჭე დიდი წყალობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail:

iosshemoqmedeli@gmail.com

iosshemoqmedeli@posta.ge

E-mail: kcercvadze@gpih.ge

Tel: Fax:(+995) 8296 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

ეპარქიის ბანკის ანgარიში:

PROCREDIT BANK

BANbankis kodi: 220101922

ანgარიში: 360801014600076

VTB BANK OF GEORGIA

bankis kodi: 220101643

ანgარიში: 700347


saits emsaxureba mona RvTisa irakli vaCnaZe, monazoni sofio daviTaSvili

 

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:895-95-56-15

Mob:irakli:855-18-57-14

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
 




Georgian orthodox church calendar.