qarTuli Srifti

       

Semoqmedis sakaTedro taZari

       
 

 

mTavari

                   wmida werili

         wmindanTa
         cxovreba

         saeklesio
         kalendari

       samRvdeloeba

          marxvebi

          locvani

           galoba

           xatebi

          eparqiis
          istoria

          eparqiis
       gamomcemloba

          qronika

        sasuliero
      saswavleblebi

 saqarTvelos eklesiis foto matiane

          eklesia
        monastrebi

eparqiis foto matiane

            xalxuri
         simRerebi

             bmulebi

         werilebi

saq. eklesia
monastrebi

       wminda sinodi

sxvadasxva

fotoalbomi

 

 

 

უფლის წინადაცვეთა

 

სჯულისა შემოქმედი სჯულსა აღასრულებს

ყოვლადწმინდა მარიამმა ღვთაებრივ ყრმასთან და იოსებთან ერთად ბეთლემის გამოქვაბულში 40 დღე გაატარა, პირველი წუთებიდანვე დაიწყო ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთისა მსახურება.

შობიდან მერვე დღეს, მოსეს რჯულის მიხედვით, ღვთიურ ყრმაზე წინადაცვეთის წესი აღასრულეს და, როგორც ღვთის მიერ იყო ნაუწყები, სახელად იესო უწოდეს. იესო ნიშნავს მხსნელს, ანუ გამომსყიდველს. ყოველ ებრაელს შეეძლო ეს წესი ჩაეტარებინა, მაგრამ უპირატესობა ოჯახის უფროსს ენიჭებოდა. ის სათავეს აბრაამიდან იღებდა და შემდეგ სინას მთაზე მიღებული სჯულით განმტკიცდა, თვით მოსესაც კი სიკვდილით დაემუქრა უფალი, თუ თავის ვაჟზე ამ წესს არ აღასრულებდა.

ძველ აღთქმაში ეს წმინდა ჩვეულება უფალსა და აბრაამის შთამომავლობას შორის დადებული აღთქმის ნიშანი იყო და ქრისტიანული საიდუმლოს - წმიდა ნათლისღების წინასახეს წარმოადგენდა. წმიდაცვეთა იყო ღვთივრჩეული ხალხის განმასხვავებელი ნიშანი და ისრაელის საზოგადოებაში აუცილებლად ითვლებოდა, ისევე, როგორც ქრისტიანობის მსურველის მონათვლაა აუცილებელი; როგორც ნათლისღება, ასევე წინადაცვეთა ნიშნავს ვნებების მოკვდინებას, ჭეშმარიტ მორჩილებას და უფალთან ერთად ახალი სიცოცხლის დასაწყისს.

ძე ღვთისა, ადამიანთა მოდგმის მხსნელი წინადაცვეთას არ საჭიროებდა, მაგრამ მიიღო ის სჯულის მიხედვით, რათა თავისი მიმდევრებისთვის საეკლესიო კანონების მორჩილება ესწავლებინა. შემოქმედმა და უფალმა ხატი მონისა მიიღო, რათა მის მიერ შექმნილი ბოროტებისა და სიკვდილის მონობისაგან ეხსნა.

უფალი ყოველთა და მეუფე წინაცვეთასა თავს იდებს და კაცთა ცთომასა, ვითარცა სახიერი განკვეთს და მოსცემს მაცხოვრებასა დღეს სოფელსა, დიდება მოწყალებასა შენსა, მხოლოო კაცთ-მოყვარეო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

E-mail: ioskikva@hotmail.com

E-mail: ios@posta.ge

Tel: Fax:(+995) 829 7-60-88

Mobile: (+995) 99 15-77-67

Tel: (+995) 829 7-36-53

ეპარქიის ბანკის აგნარიში N700347

VTB BANK OF GEORGIA:220101643


საიტს ემსახურება მონა ღვთისა ირაკლი ვაჩნაძე და მხევალი ღვთისა ნანა (ხათუნა) ცერცვაძე

ინფორმაციისთვის მიმართეთ ეპარქიის მდივანს (ხათუნა) ნანა ცერცვაძეს.

Mob:895-55-65-44

Mob:893-20-22-70

Tel:(8296)7-36-53

ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები

 

.
   




Georgian orthodox church calendar.