23 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
10(ახ.23) თებერვალი ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XIII); მღვდელმოწამე ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირე, ბაპტოსი და სხვანი (+202); ქალწულმოწამენი: ენათა, ვალენტინა და პავლა (+308).

ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII_XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.
`ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის~ ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის (ხს. 23 მაისს) `დიდებითა, სიმხნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა _ მითხრობა~. იოანემ განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიიღო. მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება:
1) `თარგმანებაი ეკლესიასტისაი~ მიტროფანე სმირნელისა; 2) `თარგმნებაი ეკლესიასტისაი~ მიტროფანე სმირნელისა; 3) `თარგმანებაი მარკოზის სახარებისაი~ თეოფილაქტე ბულგარელისა; 4) მისივე `თარგმანებაი ლუკას სახარებისაი~.
ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის.
ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. XVIII ს-ის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) თავის `მიმოსვლაში~ აღწერს ჯვრის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას _ იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.
მოსე ჯანაშვილი `საქართველოს ეკლესიის ისტორიაში~ აღნიშნავს, რომ ჭიმჭიმელს გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთიმსეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.

წმიდა ხარლამპი და მის თანა მოწამენი: პორფირი, ბაფტოსი და სხვანი წმიდა ხარლამპი, თესალიის ქალაქ მაგნეზიის (საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ოლქი) ეპისკოპოსი, ქრისტეს მხურვალე მქადაგებელი იყო. იგი მრავალ შეცდომილ სულს მოაქცევდა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა ამის შესახებ ოლქის მმართველ ლუკიანეს და მხედართმთავარ ლუკიუსს მოახსენეს, მათ ბრძანეს, შეეპყროთ წმიდანი. ხარლამპიმ სამჯავროზე მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მხცოვანების მოუხედავად (იგი 113 წლის იყო), ნეტარი მამა სასტიკად თავიდან ფეხებამდე არ გაატყავეს. წამების დროს წმიდანი მტარვალებს მიმართავდა: `გმადლობთ, ძმებო, თქვენ განაახლეთ ჩემი სული!
Read more...
უძღები შვილის კვირა
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
უძღები შვილის კვირა სახარება ლუკასაგან (15, 11-32)
სახარება ლუკასაგან (15, 11-32)„11. მერმე იტყოდა (უფალი იგავსა) და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე. 12. და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი. 13. და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით. 14. და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად. 15. და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა. 16. და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას. 17. და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. 18. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, 19. და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი. 20. და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. 21. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. 22. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. 23. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, 24. რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. 25. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. 26. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? 27. ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. 28. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. 29. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. 30. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. 31. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. 32. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.“
Read more...
წმიდა გრიგოლ პალამა – სიყვარულისათვის
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
იესო ქრისტეს ერთ-ერთი პირველწოდებული მოციქულის იოანე ქალწულ-მახარებლის ხსენებას ვდღესასწაულობთ დღეს და ვადიდებთ ქრისტეს როგორც მოციქულთა მამას, უკეთ რომ ვთქვათ, იმათ პატრიარქს, “რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს.”(იოანე, 1.13). ვითარცა იაკობის სხეულიდან იშვა თორმეტი პატრიარქი, მშობელნი ისრაელიანთა თორმეტი შტოსი, ასევე სულიერად შვა ქრისტემ თორმეტი მესაიდუმლე. მან ცოდვით დაცემულ იუდა ისკარიოტელის ნაცვლად ციდან პატივი მიაგო დიდ პავლეს და მოციქულად შერაცხა. ამიტომ პატრიარქთაგან ნაშობნი თუ რაოდენობრივად აშკარად არ უთანაბრდებიან მოციქულებს, ამაში არც არაფერია გასაკვირი. რამეთუ სულიერი მადლი განუყოფლად განიყოფება.
ადამიანს, მართალია, გრძნობათა ხუთი ორგანო აქვს, მაგრამ როდესაც საქმე სულს ეხება, იგი წარმოადგენს რაღაც ერთიან, განუყოფელ შეგრძნებათა ერთობლიობას, თუმცაღა სახეობრივად ხუთ ორგანოში ნაწილდება. წყლის თორმეტი ნაკადი, რომელთა ნაპირებზეც დაესახლნენ უდაბნოში მოგზაურობის დროს მწყურვალე ისრაელიანნი მოსეს წინამძღოლობით (გამოსლვ. 15.27), ამ თორმეტ მოციქულს განასახიერებდა წინდაწინ. რამეთუ ეს იყო ბრბო, რომელსაც კერპთაყვანისმცემლობის წყალობით თავსდამტყდარი წყურვილი სულიერმა სარწყავმა მოუკლა, ოდეს უღმრთო კაცობრიობის მოდგმა თვალუწვდენელი უდაბნოების გავლით მოემართებოდა დასაბამიდან. შემდგომ თორმეტი ქვა, ისუ ნავესის მიერ ბანაკში დადებული იორდანეს საკვირველი გადალახვის ნიშნად (ისუ ნავ. 4.8), კვლავ წინასწარ ამ თორმეტს განასახიერებდა. ისინი სამარადისოდ შეგვახსენებენ, რომ ჭეშმარიტმა იესომ გზა გადაუღობა ცოდვის ნაკადს, რომელსაც დაეტბორა სამყარო და მორწმუნეებს მისცა მეუფება, გზა ცხოვრებისა გალიონ უშფოთველად, ვითარცა ისრაელიანებს შეაძლებინა ოდესღაც იორდანე გადაელახათ ისე, თითქოს ხმელეთზე გაევლოთ.
Read more...
წმიდა გრიგოლ პალამა – ლოცვისა და ფსალმუნებისათვის
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
ღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ამბობს: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” (ფს. 115.3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობაზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისგან ებოძა გაჩენის შემდგ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული? ცა და დედამიწა, მთლიანად გარესამყარო და ცოტაოდენი, შესაძლოა, ზესამყაროსეულიც, რასაც სული ჩვენი გულისათვის შთაბერა. რამეთუ ყოველივე ეს ადამიანის შექმნამდე არსებობდა და არაფრისაგან ქმნილი, ჩვენთვის წინდაწინვე კაცთმოყვარულად იყო განმზადებული. რატომ არის, რომ უპირველესად იგი ეძლევა ამქვეყნად მოსულ ყოველ ძეხორციელს საარსებოდ და შესატკბობად? ეს ხომ არც ჯილდოა რაიმე დამსახურების წილ, არც საზღაური, არამედ გაღებულია უანგაროდ, ვითარცა საჩუქარი ყოვლად სულგრძელი და მრავალმოწყალე ღვთისაგან, რომელსაც განურჩევლად ყველას დამწყალობება ხელეწიფება. “რაჲ გაქუს?” – კითხულობს პავლე მოციქული – “რომელი არა მიგიღებიეს?” (I კორ. 4.7), “ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?” (რომ. 11.35). ასე რომ, თავს ვიკავებ ეგზომ მრავლისმომცველსა და ესოდენ მრავალმნიშვნელოვან საკითხში ჩაღრმავებისაგან და მხედველობაში მაქვს მხოლოდ სამყარო, მასში არსებულით და ზესამყარო, ხოლო ჩვენ, შემყურეთ ამა წყალობათა, რომლითაც ღმერთმა გაჩენის დღიდანვე დაგვასაჩუქრა, საგონებელში გვაგდებს, თუ ვითარ შეიძლება ამის წილ სანაცვლოდ მიგება.
Read more...
წმიდა გრიგოლ პალამა – ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვის
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
ადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14).
რასაკვირველია, ძნელია ზუსტად მივანიშნოთ სულის მაცხოვნებელი დრო და ჟამი, მაგრამ ერთი რამ ცხადია, მაცხოვრის შობიდან თითქმის ყოველი ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის სულის გადასარჩენად. როგორც კი ირიჟრაჟებს და მზე თავის ცხოველსმყოფელ სხივებს მოჰფენს არემარეს, ადამიანები ყოველდღიურ საქმიანობას იწყებენ. დავით მეფე წინასწარმეტყველიც ხომ ამბობს: “აღმოუბრწყინდა მზე, და შეკრბეს და სადგურთავე თჳსთა დაადგრიან. გამოვიდეს კაცი საქმესა თჳსსა და შრომასა თჳსსა მიმწუხრადმდე” (ფს. 103. 22-23). ასევე, ოდეს აღმობრწყინდება მზე სიმართლისა, ყოველი წუთი სულიერი ცხოვრების დასაწყისია.
მეფე-დავით წინასწარმეტყველი უფალს ესავს და ღაღადებს: “ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. ესე არს დღე უფლისაჲ, რომელ ქმნა უფალმან; ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა. ჵ, უფალო, მაცხოვნე მე, ჵ, უფალო, წარმიმართე მე” (ფს. 117. 22-24).
გრძნობადი მზე ჩამავალია, ღამის წყვდიადი ისადგურებს ამ მზის ჩასვლისთანავე. ადამიანი ხომ დილიდან საღამომდე ფუსფუსებს. მზე სიმართლისა კი, წმინდა პავლე მოციქულის თქმით, აბრწყინვებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად და “ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილ” (იაკ. 1.17).
ცნობილია, რომ ამქვეყნად ყოველგვარ საქმიანობას შესაფერისი დრო და ჟამი აქვს. არის ჟამი თესვისა და არის ჟამი მკისა, არის ჟამი დასვენებისა და არის ჟამი მოსავლის აღებისა. ასევე, ქველმოქმედებისა და სათნოებისათვის, სულის საცხოვნებლად ადამიანებს ღვთისაგან აქვთ ბოძებული შესაფერისი დრო-ჟამი.
Read more...
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი - ლუკას სახარების განმარტება
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
1-11 თავები თავი პირველი [ თ. 1, მ. 1-4] 1. ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, 2. ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის, 3. ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი შეუდეგ პირველითგან ყოვლითა ჭეშმარიტებითა, შემდგომითი შემდგომად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთის-მოყუარეო თეოფილე, 4. რაჲთა სცნა, რომელთათჳს-იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ.
ვინ იყვნენ ეს მრავალნი, რომელთაც ხელი მიჰყვეს? ცრუ მოციქულნი. ვინაიდან, მართლაც მრავალნი ადგენდნენ სახარებას, როგორიცაა, მაგალითად, ეგვიპტელთა სახარება და სახარება წარწერით „ათორმეტთაგან“. მათ მხოლოდ ხელი მიჰყვეს, მაგრამ ვერ დაამთავრეს. რამდენადაც მათ ღვთის მადლის გარეშე დაიწყეს, სწორედ ამიტომ ვერ დაამთავრეს. ამრიგად, ლუკამ კარგად თქვა „მრავალთა ხელ-ყვეს“. ჭეშმარიტად არა მრავალთა, კერძოდ მათემ და მარკოზმა, არა მხოლოდ დაიწყეს, არამედ დაამთავრეს კიდეც, ვინაიდან მათ ჰქონდათ სული, სრულყოფილების შემქნელი. „საქმეთათვის გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის“. რადგანაც ის, რაც ქრისტეს შეეხება, არა უბრალოდ შიშველი გადმოცემებითაა ცნობილი, არამედ ჭეშმარიტია, სრულიად მართალია და სავსებით დასაბუთებადი, და როგორაა, გვითხარი ლუკა, ეს დასაბუთებადი? „ვითარცა იგი მომცეს ჩვენ, რომელნი დასაბამითგან თვითმხილველ და მსახურ ყოფილ იყვნენ სიტყვისა მის“. აქედან ჩანს, რომ ლუკა თავიდანვე კი არ იყო მოწაფე, არამედ შემდგომში გახდა. ვინაიდან სხვები იყვნენ მოწაფენი „სიტყვისა მის დასაბამიდანვე“, მაგალითად პეტრე და ზებედეს ძენი (მათე 4; 18-22). სწორედ მათ გადასცეს ლუკას ის, რაც მას არც უნახავს, არც მოუსმენია. „რაჲთა სცნა, რომელთათვის - იგი ისწავე სიტყუათა მათ კრძალულებაჲ“. ეს მესმის მე ორგვარად, ჯერ - ერთი ასე: ადრე მე თეოფილე წერილის გარეშე გმოძღვრიდი, ახლა კი, გადმოგცემ რა დაწერილ სახარებას, განვამტკიცებ შენს გონებას, რათა არ დაივიწყო ის, რაც წერილის გარეშე გადმოგეცი; მეორეც ასე: ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვაქვს ჩვეულება, რომ როდესაც ვინმე დაუწერლად გვეუბნება რაიმეს, ვიეჭვოთ, რადგან შეიძლება ის ტყუილსაც გვეუბნებოდეს, მაგრამ როცა წერს, გვწამს იგი არ დაწერდა მტკიცედ რომ არ იყოს დარწმუნებული თავისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. მახარებელიც ასე ამბობს: იმიტომ დაგიწერე სახარება, რომ მეტად იყო დარწმუნებული იმაში, რაც წერილის გარეშე გასწავლე, გექნება რა ახლა ჩემს მიმართ მეტი ნდობა, მაშინ, როდესაც მე იმდენად ვარ დარწმუნებული წერილის გარეშე გადმოცემულის ჭეშმარიტებაში, რომ იგი წერილითაც გადმოვეცი. არ უთქვამს „რათა იცოდე“, არამედ „რათა სცნა“, ანუ ორჯერ მეტი ცოდნა მიიღო და ამასთან მტკიცედ დარწმუნდე, რომ არ ვტყუი.
Read more...
აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა - კაცობრიობის გადარჩენის საღვთო განგებულება
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
ამაღლების შემდგომ საღვთო მზრუნველობა კაცობრიობაზე ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის – სულიწმინდის გარდამოსვლით გაცხადდა. ამ დღეს დაედო დასაბამი იმ საღვთო კრებულის არსებობას, რომელიც ქრისტემ თავისად განიკუთვნა. ამ კრებულს ეკლესია ეწოდა. ამ დღეს დაარსდა ის კრებული, რომლის წიაღში არსებობაც აუცილებელია საიმისოდ, რომ ქრისტეს გამომსყიდველი ვნებანი თითოეულ ადამიანს პიროვნულად შეეხოს. დიახ, მაცხოვარმა თავისი სიკვდილითა და აღდგომით გამოისყიდა ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება და ამის შემდგომ უკვე პიროვნული გამოხსნისათვის უნდა იღვწოდეს თითოეული. ცხადია, ამ პიროვნული ხსნისათვის ცოდვის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი საშუალება ღვთის შეწევნაა, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია თავად ადამიანის პირადი მოღვაწეობაც. თავად ადამიანმა, პიროვნებამ უნდა დაიწყოს და აწარმოოს ბრძოლა ცოდვასთან. მას უკვე ამის საშუალება მიცემული აქვს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაცხოვარმა თავისი ყოვლადწმინდა, უბიწო სისხლით გამოისყიდა ადამიანის ბუნება. ეკლესია, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს დაარსდა, ამ პიროვნული გამოხსნისათვის აუცილებელ ძალებს იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არა ეკლესია, ადამიანი პირადულ ხსნას ვერ განახორციელებს.
სულთმოფენობის დღესასწაულის სიღრმისეულად გააზრებისათვის გადავხედოთ საღვთო ისტორიას, რომელიც ნელ-ნელა ამზადებდა კაცობრიობას ამ დიდებული დღისათვის. ჯვართამაღლების დღესასწაულზე დადებულ საეკლესიო საკითხავში გვხვდება ასეთი სიტყვები: “საწამებლად ჯვრისა, ოდესმე კვერთხი გამოსჩნდა, რაჟამს ნაყოფმან მისმან აღაყვავილა პატივი მღვდლისა და ეკლესიისა, და ბერწყოფილმან გამოიღო სიმტკიცე და სიქადული” (ჯვრის ამაღლების საცისკრო კანონი, III გალობა, სძლისპირი). “ბერწი ეკლესია” აქ ძველი აღთქმის ეკლესიას მიანიშნებს, რომელიც სინას მთის ძირში დაფუძნდა პასექისა და ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლის ორმოცდამეათე დღეს.
მოგვიანებით, როდესაც ძველი ისრაელი აღთქმულ ქვეყანაში შევა, ღმერთი მას ხშირად შეახსენებს, რომ ის თავის დროზე არ იყო მრავალრიცხოვანი ერი და რომ მან ამოირჩია ეს ხალხი, რათა თავის ერად ექცია იგი. ჩვენს დროს ცოტა უცნაურია ამისი მოსმენა, რადგან ჩვენთვის ერი, გარდა სხვადასხვა ნიშნისა, სწორედ რომ მრავალრიცხოვან ხალხსაც გულისხმობს, მაგრამ ბიბლიის ენაზე მრავალრიცხოვანი ხალხის ბრბოა, რაღაცა მასაა ხალხისა, ხოლო ერი ადამიანთა ის ჯგუფია, რომელიც რაღაცა სტრუქტურით არის ჩამოყალიბებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, საღვთო ერი ნიშნავს ადამიანების იმგვარ ჯგუფს, რომელიც ღვთის მიერ მოცემული ნიშნით არის ჩამოყალიბებული, აღიარებს თავის მბრძანებლად უფალს და ეს ჯგუფი წარმოადგენს საეკლესიო ორგანიზმს. ჩვენ გვხვდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც აღიარებენ ღვთის არსებობას, მაგრამ მისი ეკლესიის წევრები არ არიან. უფრო მეტიც, ისინი ამის საჭიროებასაც ვერ ხედავენ. მათ მართლაც შეუძლიათ ირწმუნონ ღმერთი, მაგრამ ღმერთი ხომ ეშმაკებსაც სწამთ, ოღონდ ერთია – მათ სიყვარული არ შეუძლიათ. ისინი კი, რომლებიც შეიყვარებენ უფალს, ღვთის ერად ქცევის, მის ეკლესიაში ყოფნის სურვილი უჩნდებათ. ისინი უფალს თავის უზენაეს მბრძანებლად მიიჩნევენ. ამ ნაბიჯის გადასადგმელად მხოლოდ იმის რწმენა, რომ ღმერთი არსებობს, საკმარისი არ არის. ამისთვის მინდობა, მორჩილება და სიყვარულია აუცილებელი. გახდე ღვთის ერი ნიშნავს – საეკლესიო სტრუქტურაში მყოფი აღიარებდე იმ მოთხოვნილებებს, რომელსაც ეკლესია აყენებს, უარს ამბობდე საკუთარ ეგოისტურ ამბიციებზე და მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურისათვის გქონდეს განკუთვნილი. ეს ეხება ყველას, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირს, ანუ ყველას, რომელიც წმიდა ნათლისღებით ეშვილა უფალს.
Read more...
ადამიანი თუ ღვთის კურთხევას ემორჩილება, ყოველთვის წარმატებულია
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ

სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე) სახარება ლუკასი, მე–5 თავი,
1–11 მუხლები ამჯერადაც საუბარი გვექნება იესო ქრისტეს უსაყვარლეს მოწაფეზე – იაკობზე, რომელიც იყო ზებედეს შვილი და იოანე მახარებელის ძმა. ესენიც, ანდრიას და პეტრეს მსგავსად, ღვთისგან იყვნენ მოწვეულნი და მაშინვე დათანხმდნენ ღვთის მოწვევას, რის შემდეგაც მიატოვეს ზებედე ნავში და გაჰყვნენ მაცხოვარს. მაცხოვარმაც ისე შეიყვარა ისინი, რომ თავისი უსაყვარლესი მოწაფეები უწოდა. იაკობი, ისევე როგორც იოანე, მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე მიეცა თავისი მოძღვრისთვის, რაც დაამტკიცა კიდეც, როცა ამის აუცილებლობა დადგა. ჰეროდე აღრიპამ დანით განგმირა მოციქული იაკობი, როგორც ეს მოთხრობილია მოციქულთა საქმეში (საქ. მოც. 12,2). აი, რა არის მთავარი ჩვენთვის, მისი თავდადება ჭეშმარიტი ღვთისადმი და ჭეშმარიტებისადმი. გადმოცემის თანახმად, იერუსალიმის შემდეგ მისიონერობა გაუგრძელებია ევროპაში, კერძოდ, ესპანეთში და დღემდე ითვლება მოციქული იაკობი ესპანელი ხალხის განმანათლებლად. უამრავი დიდგვაროვანის თუ მდაბიო წარმართის გაქრისტიანება და ჭეშმარიტებისაკენ შემობრუნება უკავშირდება წმიდა იაკობ მოციქულის სახელს, მეთევზე კაცი გადაიქცა სულების, ადამიანების მებადურად, რომელთა რიცხვი შეიძლება მილიონებსაც კი აჭარბებდეს. გვეწეოდეს და მეოხ გვეყოს მოციქული იაკობი, რათა ცოდვათა შენდობა მივიღოთ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
1. "და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა".
იმ დროს, როცა იდგა გენესარეთის ტბის პირას და ხალხი გარს შემოხვეოდა მაცხოვარს, რათა მისი ბაგიდან ღვთის სიტყვა მოესმინათ.
2. "და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა".
დაინახა ორი ნავი, რომლებიც მეთევზეებს მოეყენებინათ ტბის ნაპირზე, მეთევზეები კი იქვე ნავებთან ახლოს ბადეებს რეცხავდნენ. ნავები იმდენად პატარები იყო, რომ მათი უყურადღებოდ მიტოვება საშიშიც კი იყო, რადგან პატარა ნიავიც კი ადვილად გაიტაცებდა და გადააბრუნებდა. გადმოცემის თანახმად, გენესარეთის ტბაში 130–მდე ასეთი ნავი დაცურავდა სათევზაოდ.
Read more...
სულიერი ღვაწლი–გამადიდებელი შუშით
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
–წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას? –ადამიანი შეძლებს დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურადღებით გამოიკვლევს თავს, რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში. –ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებსხ ის, ვინც მრავალი საზრუნავით არის დამძიმებული? –ძალიანაც კარგად, თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სულიერი დავინაკარგების ა და შენაძენების აღსარისხავად გამონახავს დროს. აბა შეხედეთ: საბაყლოს პატერონი ფულს ყოველდღიურად ითვლის, საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტრდება, ვალი დაედება და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს. –წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის რა თქვას აღსარებაზე, რატომ? –ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, საკუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხედავს. ცალთვალა ადამიანი ხედავს, მაგრამ ცუდად. ყველაფერს კარგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ თუკი თვით ასეთ ადამიანს ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნაბისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ, ერთ ხატზე შეიძლება ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი, თუ მოვინდომებ, შესაძლოა მასზე ხუტი წელი ვიმუშაო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა,რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმიდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო დიდად და დიდად ხედავს იგი.
Read more...
სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან, და ამავე დროს ის ძალიან მაღლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს“ ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან ურთიერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამიანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სიმდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყო სიყვარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ –გვეუბნება სახარება. ადამიანს ღმერთმა გონება იმისთვის მისცა, რომ მან გაიზიაროს, რამდენედ დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ სურს, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი– მარადიული სატანჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარად ის საკუთარ თავს იმ მიწიერ სიხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცეს და სამოთხეში ღმერთთან ყოფნით უნდა გაგრძელდეს. ღვთისგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სახარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რა თავსა თვისსა, თქუა: აღვდგე და წარვდგე მამისა ჩემისა“ ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოდვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკლებულია. –წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს:“თუკი ადამიანი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს“. რა აქვს მას მხედველობაში?
Read more...
|
|