18 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
5(ახ.18) თებერვალი მოწამე აღათია (+251); მოწამენი: თეოდულია, ელადი, მაკარი და ევაგრე (+დაახლ. 304).

წმიდა მოწამე აღათია
დაწვრილებით...
17 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
4(ახ.17) თებერვალი ღირსი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი, შიო მღვიმელის Aთანამოღვაწე (VI) (ცხოვ. იხ. 4(17) იანვარი); მოწამე იადორა (III); მღვდელმოწამე აბრაამი, არვილელი ეპისკოპოსი (=დაახლ. 344-347); ღირსი ისიდორე პალუსიელი (+დაახლ. 436-440); ღირსი ნიკოლოზ აღმსარებელი, სტუდიელი იღუმენი (+868);.

ღირსი ევაგრე, ციხედიდის მთავარყოფილი
დაწვრილებით...
15 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
2(ახ.15) თებერვალი

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი:
საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.

დაწვრილებით...
14 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
1(ახ.14) თებერვალი მოწამენი პერპეტუა, სატირი, რევოკატი, სატორნილე, სეკუნდოსი და ფელიციტატა (+202-203); მოწამე ტრიფონი (+250); ღირსი პეტრე გალატიელი (+429); ღირსი ვენდიმიანე, ბითვინიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 512);
მოწამე პერპეტუა პატრიციების გვარის შთამომავალი იყო. მან ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. წმიდანი მოწამეობრივად აღესრულა ძმასთან, სატირთან, მხევალთან _ ფელიციტატასთან და ჭაბუკებთან: რევოკატთან, სატორნილესთან და სეკუნდიოსთან ერთად, რომლებიც ქრისტიანობის მისაღება ემზადებოდნენ (+203).

წმიდა მოწამე ტრიფონი
დაწვრილებით...
13 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
31(ახ.13.02) იანვარი მოწამენი: ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, დიოდორე, კლავდიუსი, სერაპიონი და პაპიუსი (+251); წმიდანი უვერცხლონი კვიროს და იოანე, მათ თანა მოწამე ათანასია და ასულნი მისნი: თეოდოტია, თეოქტისტა და ევდოქსია (+311); ზაქარია იერუსალიმის მთავარეპისკოპოსი (VI); მოწამე ტრიფენე კვიზიკელი.
მოწამენი ვიქტორინა, ვიქტორი, ნიკიფორე, კლავდიუსი, დიოდორე, სერაპიონ და პაპიუსი კორინთოში ეწამნენ იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნისას, 251 წელს. წმიდა ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე რკინის როდინში ჩააგდეს და უზარმაზარი რკინის ფილთაქვებით მოკლეს. წმიდა კლავდიუსი ხელ-ფეხ მოკვეთილი მოაკვდინეს, წმიდა დიოდორე დაწვეს, წმიდა სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, წმიდა პაპიუსი კი ზღვაში დაახრჩვეს.

წმიდანი საკვირველმოქმედნი, უვერცხლონი კვიროს და იოანე
დაწვრილებით...
12 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
30(ახ.12.02) იანვარი წმიდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი (IV); მღვდელმოწამე იპოლიტე რომის პაპი და მის თანა წამებულნი: კენსორინე, საბინე, ქრისია ქალწული და სხვანი ოცნი მოწამენი (III); ღირსი ზენონი, ბასილი დიდის მოწაფე (V); მოწამე თეოფილე ახალი (+784).

კრება მსოფლიო მოძღვართა და მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა
დაწვრილებით...
7 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
25(ახ.7.02) იანვარი წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე), იმერეთის ეპისკოპოსი (+1891); ღირსი გრიგოლ ღვთისმეტყველი _ კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოსი (+389); მოწამენი ფელიცატა და ძენი მისნი: იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი (+დაახლ. 164); ღირსი პოპლიოს ასური (+380); ღირსი მარი მგალობელი (+დაახლ. 430).
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ერისკაცობაში-გერასიმე) დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში,მღვდლის მაქსიმე ქიქოძის, გურიის მთავრის, მამია გურიელის კარის მოძღვრის ოჯახში. 1840-45 წლებში გაბრიელი სწავლობდა თბილისის, შემდეგ ფსკოვის და ბოლოს პეტერბურგის სასულიერო სემინარიებში. 1849 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო აკადემია მაგისტრის ხარისხით, ამავე წელს დაოჯახდა და დაბრუნდა საქართველოში; 1849 წელს დაინიშნა თბილისის სემინარიის ინსპექტორად, 1854 წელს ეგზარქოსის მიერ ხელდასხმულ იქნა დიაკვნად, შემდეგ კი _ მღვდლად.
დაწვრილებით...
6 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
24(ახ.6.02) იანვარი მოწამე ბაბილა სიცილიელი და მოწაფენი მისნი ტიმოთე და აღაპი (III); მოწამენი პავლე, პავსირიუსი და თეოდოტიონი (III); ღირსი მაკედონიოსი _ სირიელი მეუდაბნოე (+დაახლ. 420); ღირსი ქსენია (V); ღირსი ფილონი, კოპლასტიელი ეპისკოპოსი (V).
მოწამენი: ბაბილა სიცილიელი და მისი მოწაფეები, ტიმოთე და აღაპია III საუკუნეში ცხოვრობდნენ, რომის მახლობლად. წმიდა ბაბილა ქალაქ რეუპოლში დაიბადა, მდიდარ და კეთილმსახურ ოჯახში. იგი სიყმაწვილეშივე განერიდა მიწიერ საზრუნავებს, მათას შეაფარა თავი და იქ ცხოვრობდა მარხვაში, ლოცვასა და მდუმარებაში. წმიდანთან ერთად მოღვაწეობდნენ მისი მოწაფეები: აღაპი და ტიმოთე. მოსაგრეებმა წარმართთა დევნის თავიდან ასაცილებლად კუნძულ სიცილიას მიაშურეს და აქ მრავალი უღმრთო მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. ბაბილას მოღვაწეობით გაღიზიანებულმა კუნძულის მმართველმა წმიდანები შეიყრო და სასტიკად აწამა. მათ ახოვნად დაითმინეს სატანჯველები და ბოლოს მახვილით აღესრულნენ. ქრისტეს ტარიგთა ცხედრები კოცონში ჩაყარეს, მაგრამ სიწმიდეს ალი არ გაეკარა. ადგილობრივმა ქრისტიანებმა ბაბილას, ტიმოთესა და აღაპის ნაწილები პატივით მიაბარეს მიწას.
დაწვრილებით...
5 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
23(ახ.5.02) იანვარი მღვდელმოწამე კლიმენტი ანკვირიელი და მოწამე აღათანგელოსი (+312); ღირსი მავსიმე ასური (IV); ღირსი სალამან მდუმარე (+დაახლ. 400); წმიდა პავლინე მოწყალე ნოლანის ეპისკოპოსი (+431).
მღვდელმოწამე კლიმენტი გალატიის ქალაქ ანკვირიაში დაიბადა 258 წელს. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ქრისტიანი. ადრე დაობლებული ბავშვის აღზრდა კეთილმსახურმა ქალმა სოფიამ იტვირთა. გალატიაში შიმშილობის მძვინვარების ჟამს წარმართები დამშეულ შვილებს უპატრონოდ ყრიდნენ ქუჩებში. სოფია აგროვებდა უმწეოებს, აპურებდა და მოსავდა მათ. ღვთისმოყვარე გამზრდელს გვერდში ედგა კლიმენტიც _ იგი ბავშვებს ნათლისღებისთვის ამზადებდა.
დაწვრილებით...
4 თებერვალი
ღმერთმა გაკურთხოთ და გაგახაროთ
22(ახ.4.02) იანვარი მოციქული ტიმოთე (+96-97); ღირსმოწამე ანასტასი სპარსი (+628); ღირსმოწამენი: მანუელი, გიორგი, პატრე და ლეონტი ეპისკოპოსნი, სიონიოსი, გაბრიელი, იოანე, ლეონტი, პაროდი და სხვა სამასსამოცდაჩვიდმენტი (+დაახლ. 817).

წმიდა მოციქული ტიმოთე
დაწვრილებით...
|
|