Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

ჩვენი არსებობის მიზანი

Email Print PDF

ჩვენი არსებობის მიზანი


ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის, თუ რა არის ამქვეყნად ადამიანის მოვლინების უმთავრესი მიზანი, რა დანიშნულება აქვს მის არსებობას. როგორც წესი, ამ თემაზე იშვიათად ფიქრობენ, ისე არიან ამქვეყნიურ ორომტრიალში ჩართულნი, მიწიერი პრობლემებით დაკავებულნი, რომ რატომღაც არ სურთ სერიოზულად იმსჯელონ: მაინც რა აზრი აქვს ჩვენს ყოფას? როდესღაც, ცხოვრების რაღაც წუთებში ალბათ ყველას გაჰკრავს გულში ამაზე ფიქრი, მაგრამ ეს იმდენად იშვიათად ხდება, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს, რომ არც არის სათვალავში მისაღები. ასეთ მოკლე ხანში პასუხსაც ვერ იპოვნი და თან ვინ ინტერესდება გაიგოს, თუ რა შეხედულებები არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა დროს ეს არის! მისთვის თავის შეწუხება, როცა ამდენი პრობლემაა მოსაგვარებელი, ზედმეტად დროის ხარჯვად, რაღაც აბსტრაქტულ, განყენებულ კითხვაზე უნაყოფო ფიქრად, ერთგვარ არანორმალურ გადახვევადაც კი შეიძლება მოჩანდეს ამგვარი წიაღსვლები. არადა ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ჩვენთვის არ არსებობს: რისთვის შვა უფალმა ადამიანი?

Read more...
 

ზეცისა კაცნი და ქვეყანისა ანგელოზნი

Email Print PDF

ბერი და ანგელოზი


ნეტარი ბერი იოსებ სპილიოტი (+1959) ცდილობდა, გაემხნევებინა ახალგაზრდა ბერი, რომელიც სევდას შეეპყრო და მონასტრის დატოვება და თავისიანებთან დაბრუნება განეზრახა. ამიტომ მან ასეთი სასწაულის შესახებ უამბო მას:

„ათონის მთაზე ჩემს მოსვლამდე არცთუ დიდი ხნით ადრე, გავიცანი ერთი ბერი, რომელიც უსინათლო ხუცესის მორჩილი იყო. მისმინე, რა შეემთხვა ერთხელ მას.

ერთხელ მის სენაკთან ერისკაცი მივიდა.

- საიდან ხარ? - ჰკითხა სტუმარს შაოსანმა ბერმა.

Read more...
 

"თუ მოთმინებას გამოიჩენ, არა მხოლოდ ცოდვები მოგეტევება, ღვთის მადლიც მოგეცემა"

Email Print PDF

წმიდათა ლოცვით მიტევებული ცოდვები


წმინდა ბასილი დიდის სიცოცხლეში კესარიაში ერთი დედაკაცი ცხოვრობდა, წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი. იგი მრავალი ცოდვით იყო დაცემული, თუმცა ბასილი დიდის მიმართ ცხოველი რწმენა და რიდი ჰქონდა. ერთ დღეს მან ქარტა (ეტრატი, ქაღალდი) აიღო, მასზე თავისი ცოდვები დაწერა და ბასილი დიდს გადასცა, თან ტიროდა და ამბობდა -"წმიდაო მამაო, ევედრე ღმერთს, აღხოცოს ჩემგან ყოველი ცოდვა, რომელიც აქ სწერია". წმიდა ბასილმა ქარტა საკურთხეველზე დადო და ლოცვა აღავლინა. დედაკაცის სარწმუნოებით, წმიდანის ლოცვით და ღვთის კაცთმოყვარებით, ყველა ცოდვა მიეტევა ქალს, გარდა ერთისა, რომელიც უდიდესი იყო მის ცოდვათა შორის.

Read more...
 

ბერობისათვის რუსთაველი აღესრულა როგორც ბერი

Email Print PDF

ბერობისათვის

რუსთაველი აღესრულა როგორც ბერი




რაოდენად ანგელოზი უმაღლესია ხორციელ კაცთაგან, ეგოდენად უმაღლესია ბერობა მსოფლიო ცხოვრებისაგან. გარნა არა ქუდით და ანაფორის ჩაცმითა, არამედ სულის ხარისხთა ზედა ძალითი ძალად აღსვლითა, რომლისა სწავლა უთუოდ დიდ არს და მაღალ და ხანგრძლივი ღვაწლით მისაწვდომელ. ერთი წმინდა მამათაგანი იტყვის:

"შეიძლება ბერმან ასი წელი დაჰყოს მონასტერში და ბერობა არ იცოდესო" დიდი სამწუხაროა, ძმაო, ესეთი უგუნური გაცდენა, რომ კაცი ბერობაში დაბერდეს და ანბანი ბერობისა არ იცოდეს! მივხედოთ ქვეყანაზედ ყოველგვარ ხელოვნების და სწავლა-განათლების შედგომილს პირებს, თუ რა შრომა და ღვაწლი სჭირიათ მათ და შენ გინდა, რომ მარტო ქუდით და ანაფორით დაასრულო ბერობის მაღალი ნიჭი?! სტყუვდები, ძმაო, და ცდები! შენ ამით ბერი არ იქნები, ერც საეკლესიო მსახურების აღსრულებით და ვერც მარტო ლოცვანის წაკითხვით იქმნები ბერი. ნუ გეწყინება: თუ გინდ ბევრი ჯილდოც მიგეღოს და ხარისხითაც ამაღლებული იყო, ვერც ამითი გახდები ბერი: უკეთუ შინაგანი ბერობა არ გეცოდინება, მაშინ ესენი უხმარ არიან შენდა, იმიტომ, რომ გარეგანს მარტო მისდევ და შინაგანს ივიწყებ. ხეს ჯერ ფურცელი გამოაქვს და მერმე ნაყოფი. მაშ შენცა ჯერ ფურცელი ეგე გარეგანი მსახურება მარადის აღასრულე და მერმე შინაგანი სულის ნაყოფი გამოიღე, რომელ არს სიყვარული ძმათა, სულ-გრძელება განსაცდელთა შინა, მარხვა, მყუდროება და მოთმინება ჭირსა შინა. უპოვარება, სიმშვიდე, ურისხველობა, სიმდაბლე, მიტევება, შემაწუხებელისა შეყვარება, მტერისა ნაცვლად არა მიგება, შურისა და ძვირის ხსენებისაგან შორს ყოფა, მოწყალება, სიტკბოება, დაცვა სიწმინდისა შეუგინებელად, ლოცვა სამარადისო გულითადი და სულთქმით ხსენება სიკვდილისა - აი, ესენი არიან შინაგანი ბერობა და უკეთუ ამათი შეძენისათვის ღირსი მამა ალექსი (შუშანია) მისწრაფება არ გექნება, სწორედ, უხმარია შენი ბერობა! ნუ ჰფიქრობ ძმაო, რომ ბერობა უგუნური და უსწავლელი კაცებისაგან იყოს მიღებული, არამედ დიდთა ფილოსოფოსთა და გენიოსთა პირებთაგან იქმნა დაწყებულ განსაახლებელად პირველ სამოთხეში ყოფილის ადამის ცხოვრებისა, რომელიც შემოსილ იყო ქალწულებით, უნივთო ცხოვრებით და ღვთისა პირის პირ ხედვა-ზრახვით. ამას მიწვდნენ ზოგიერთნი დიდნი წინასწარმეტყველნი და აღსრულდნენ ბერად, რომელთა შორის უმეტეს ყოველთა განბრწყინვებულმან იოანე ნათლისმცემელმან მოგვცა სახელი ბერობისა თვისის საკვირველის ცხოვრებით. ძველი დაუტევოთ და ახალ სჯულში გადმოვიდეთ, იხილეთ ვასილი, გრიგოლ, იოანე და სხვანი დიდნი მღვდელ-მთავარნი, ათინის სწავლით განათლებულნი: ამათ თუმცა სწავლა-განათლება დაამთავრეს, გარნა მაღალი სწავლის წყალობით შეიტყვეს, რომ აკლიათ კიდევ ერთი უმთავრესი და უსაჭიროესი სწავლა, რომელ არს ბერობა, გინა ზნეობით ამაღლება ადამიანურ ვნებათაგან, რომლის ტყვეობის თავისუფლებისათვის შეუდგნენ ბერობას. ერთსაც კიდევ გიჩვენებ უფრო მახლობელს ჩვენს საქართველოის ფილოსოფოსს რუსთაველს, რომელმან ბერობის ხარისხზე დაასრულა თავისი ბოლო სიცოცხლე და აღესრულა ბერად იერუსალიმს შინა ჯვრის მონასტერში. 

Read more...
 


Page 11 of 11

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

Banner

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო