Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

სულიერი ღვაწლი–გამადიდებელი შუშით

ელფოსტა ბეჭდვა PDF

–წმიდაო მამაო, გამუდმებით როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი საკუთარ ცოდვილობას?
–ადამიანი შეძლებს დაინახოს საკუთარი ცოდვილობა, თუკი ყურადღებით გამოიკვლევს თავს, რაც მეტი ყურადღებით იკვლევს თავს კაცი, მით მეტ ცოდვებს ხედავს მასში.
–ამგვარ მოღვაწეობას როგორ შეძლებსხ ის, ვინც მრავალი საზრუნავით არის დამძიმებული?
–ძალიანაც კარგად, თუკი ასეთი ადამიანი დღის განმავლობაში თუნდაც მცირე ხანს დაუთმობს იესოს ლოცვას, ანდა, საკუთარი სულიერი დავინაკარგების ა და შენაძენების აღსარისხავად გამონახავს დროს. აბა შეხედეთ: საბაყლოს პატერონი ფულს ყოველდღიურად ითვლის, საკუთარი ნამატი და დანაკლისი თუ არ აღრიცხა, გაკოტრდება, ვალი დაედება და შესაძლოა ციხეშიც მოხვდეს.
–წმიდაო მამაო, ზოგიერთმა ადამიანმა არ იცის რა თქვას აღსარებაზე, რატომ?
–ეს იმის ნიშანია, რომ მისთვის საკუთარ თავზე სულიერი მუშაობა სრულიად უცხოა. თუკი სულიერ ღვაწლს არ აღვასრულებთ, საკუთარ თავში თვით უხეშ შეცდომებსაც კი ვერ ვამჩნევთ ხოლმე. უნდა შევძლოთ, ჩვენი სულიერი თვალის განწმენდა. ბრმა ვერაფერს ხედავს. ცალთვალა ადამიანი ხედავს, მაგრამ ცუდად. ყველაფერს კარგად მხოლოდ ის ხედავს, ვისაც ორი ჯანმრთელი თვალი აქვს. მაგრამ თუკი თვით ასეთ ადამიანს ხელთ აქვს ტელესკოპი და მიკროსკოპი, მას შეუძლია ძალიან მკაფიოდ დაინახოს ისიც, რაც ძალიან შორსაა და ისიც, რაც ახლოსაა. ნაბისმიერი ხატის ამოკვეთა მე შემიძლია სამ დღეში დავასრულო, მაგრამ შემდეგ რამოდენიმე დღის განმავლობაში დავდებ ხოლმე, მერე კვლავ ხელში ავიღებ და ბევრ ნაკლს შევნიშნავ, ერთ ხატზე შეიძლება ვიმუშაო მთელი კვირა, მთელი თვე, ორი წელიც კი, თუ მოვინდომებ, შესაძლოა მასზე ხუტი წელი ვიმუშაო, თუმცა ასეთ შემთხვევაში მას გამადიდებელი შუშით ვაკვირდები. მინდა ვთქვა,რომ სულიერ მოღვაწეობას დასასრული არ აქვს. რაც მეტად წარემატება კაცი სულიერად, მისი სულის თვალები მეტად იწმიდება. და მაშინ საკუთარ ცოდვებს სულ უფრო დიდად და დიდად ხედავს იგი.

დაწვრილებით...
 

სინანულს უდიდესი ძალა აქვს მოეგო თავსა თვისსა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან, და ამავე დროს ის ძალიან მაღლაა. იმისათვის, რომ ადამიანმა „მოსდრიკოს“ ღმერთი, რათა იგი გარდამოვიდეს და მასთან ურთიერთობაში იმყოფებოდეს, ამ ადამიანმა სიმდაბლე და სინანული უნდა მოიპოვოს. როდესაც კაცის სიმდაბლეს ხედავს, მრავალმოწყალე ღმერთი ზეცამდე ამაღლებს მას და მისდამი უდიდესი სიყვარული აქვს. „ესრეთ იყო სიყვარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა, რომელმან შეინანოს“ –გვეუბნება სახარება.
ადამიანს ღმერთმა გონება იმისთვის მისცა, რომ მან გაიზიაროს, რამდენედ დიდია მისი ცოდვა და შენდობა ითხოვოს. შეუნანებლობით ადამიანი მეტისმეტად გაქვავდა და გამოთაყვანდა, რადგანაც სინანული და იმ მცირე ჯოჯოხეთიდან გამოსვლა არ სურს, რომელშიც ცხოვრობს და რომელიც მას იმ უარესი– მარადიული სატანჯველისაკენ მიუძღვება. ამგვარად ის საკუთარ თავს იმ მიწიერ სიხარულსაც აკლებს, რომელიც შემდეგ გაცილებით დიდ, მარადიულ სიხარულად უნდა იქცეს და სამოთხეში ღმერთთან ყოფნით უნდა გაგრძელდეს.
ღვთისგან განშორებული ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. სახარებაში წერია, რომ შეცდომილი ძე „მოეგო რა თავსა თვისსა, თქუა: აღვდგე და წარვდგე მამისა ჩემისა“ ანუ ძე შეცდომილმა მას შემდეგ, რაც გონს მოეგო და შეინანა, მამასთან დაბრუნება გადაწყვიტა. ცოდვაში რომ იმყოფებოდა, ის საკუთარ თავს არ ეკუთვნოდა, უგუნურად და უაზროდ ცხოვრობდა, რადგან ცოდვა ჯანსაღ აზრს მოკლებულია.
–წმიდაო მამაო, ამბა ანტონი ამბობს:“თუკი ადამიანი ისურვებს, ადამიანი შეძლებს დილიდან საღამომდე მისწვდეს საღვთო საზომს“. რა აქვს მას მხედველობაში?

დაწვრილებით...
 

სინანულის ცრემლი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

სინანული – ეს ცრემლით ნათლიღებაა. როდესაც ინანიებს, კაცი ხელახალ ნათლისღებას იღებს, ხელახლა იშობა. პეტრე მოციქულმა, თავისი უარყოფით რამდენადმე გასცა ქრისტე. თუმცა ის „ტიროდა მწარედ“ და ამიტომ ამ დაცემის შენდობა მიიღო, ანუ სინანულმა განბანა პეტრე მოციქული, კვლავ განწმინდა იგი. აბა შეხედე: ღმერთმა ხომ თავდაპირელად მიწა შექმნა, შექმნა ზღვა, ყველაფერი დანარჩენი, შემდეგ კი აიღო მიწა და შექმნა კაცი. თავდაპირველად ადამიანი იბადება ხორცით, შემდეგ კი წმიდა ნათლისღების საიდუმლოთი ხელახლა იშობა წყლისაგან, რომელიც ღვთის ქმნილებაა და სულიწმიდისაგან, რომელიც არის საღმრთო მადლი. „წყლითა და სულითა“ ხელახლა იშობა ადამიანი და ხდება იგი ახალი კაცი.
–წმიდაო მამაო, ანუ, იმის მსგავსად, როგორც ადამიანის შექმნისას აიღო მიწა და შექმნა იგი, დღეს წმიდა ნათლისღების საშუალებით ის იყენებს წყალს, რათა ხელახლა იშვას ადამიანი?
–დიახ, წყალს განმწმენდელი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ ნათლობისას ღვთისმსახური ადამიანს წყალში შთაფლავს. ადამიანი პირველქმნილი ცოდვისაგან განიბანება, ცოდვებისაგან განიწმინდება, მას საღმრთო მადლი მოეფინება, იგი შეიმოსს ქრისტეს და ახალ, ხელახლად შობილ ადამიანად იქცევა. როდესაც ქრისტესთან მისულმა ნიკოდიმოსმა ჰკითხა მას, თუ როგორ შეიძლება ადამიანს მეორედ შობა, ქრისტემ მიუგო მას:“ამინ, ამინ, გეტყვი შენ, უკეთუ არა ვინმე იშუეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“. წმიდა ნათლისღების საიდუმლოში ადამიანი განახლდება, იქცევა ღვთის სრულყიფილ ქმნილებად –ცოდვით დაცემის შემდეგ. ამიტომ, თუ ადამიანმა ნათლისღება კვლავ არ შებღალა, მაშინ ის დიდ საღმრთო მადლს მიიღებს. თუკი ადამიანი თავის ცოდვას გააცნობიერებს, თუკი მის გამო ტკივილს იგრძნობს, მაშინ იგი სინანულის ცრემლით განიბანება და საღმრთო მადლი კვლავ მივა მასთან.
–წმიდაო მამაო, უკვე მრავალი წელია ჩემი ცოდვების გამო ტირილი აღარ შემიძლია, ცრემლი აღარ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი სინანული არ მაქვს?
–შენ რა, ამ ცოდვების გამო ტკივილს აღარ გრძნობ?
–ვგრძნობ, მაგრამ ეტყობა ეს ტკივილი საკმარისად ღრმა არ არის.

დაწვრილებით...
 

სინანულის უსასრულო ხელსაქმე

ელფოსტა ბეჭდვა PDF

–წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლი?
–ბედნიერების ტირილი არის სიხარულის ნიშანი, სიხარულისა, რომელიც წარმოიშობა იმისგან, რომ რომელიც რაიმე ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მწუხარებას განვიცდით. სიხარულის ცრემლში მწუხარება და სიხარულია შეერთებული. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას სიხარულის ცრემლი. ღვთისმოსაობის გამო ადამიანი წუხს იმაზე, რომ დაამწუხრა ქრისტე. მაგრამ, ამავე დროს იგი ხარობს კიდეც, რადგან საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს. გულწრფელად მონანიე ცოდვილი ღვთისაგან შენდობას იღებს. საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს და შეუძლია სულიერი სიხარული განიცადოს.
–წმიდაო მამო, შესაძლებელია, რომ ღვაწლში მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სინანულში ცხოვრებდეს?
–დიახ, თუ სწორედ მოღვაწეობს, ადამიანი საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს. ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ გამუდმებით სინანულშია. მან არ იცის, რომ თავდაპირველად ერთ ეშმაკს ებრძოდა, ახლა კი შესაძლოა, ეშმაკების მთელ მხედრობას ებრძვის. საერთოდ ხომ ასეა: რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას, ამ ვნების ფესვების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება (ისინი ამ ვნების ფესვებს ექაჩებიან და მოღვაწეს მის აღმოფხვრაში უშლიან ხელს). ასეთ დროს ადამიანი მეტად წარემატება, თუმცა ამ წარმატებას თავად ვერ ამჩნევს. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანმა შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატაროს–ვიდრე სიკვდილამდე. შესაძლოა, მან ვერ დაინახოს თავისი წარმატება. შესაძლოა ეგონოს, რომ რადგანაც ეცემა, ერთ ადგილს ტკეპნის. სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანი სულიერად წარემატება, რადგანაც მისი ბრძოლა სულ უფრო რთულდება და სულ უფრო და უფრო მეტ ეშმაკთან უწევს ომი.
სულიერად მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა. როდესაც ვინმე კვდება, მას გამოიტირებენ, მიწას მიაბარებენ და მერე კი ივიწყებენ... ცოდვების გამო ტირილი კი გამუდმებით მოგვიწევს. ამიტომაც ეს ღვაწლი აქ გონიერად, ქრისტეს იმედით უნდა აღვასრულოთ, რადგან მან ჯვარცმა დაითმინა იმისათვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ მკვდრეთით.

 

ცხოვრების შეცვლა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

იმისათვის, რომ ცოდვით დაცემა აიცილოს თავიდან, ადამიანი ყოველივე იმას უნდა გაურბოდეს, რაც მასში ცოდვის ამ პროვოცირებას ახდენს. მაგალითად, თუკი ლოთს სურს, რომ სმას თავი დაანებოს, მაშიმ მან ყველანაირად უნდა მოარიდოს თავი ისეთ ადგილს, სადაც სასმელია. აუცილებელია მცირეოდენი მონდომება და კეთილი განწყობა; ასეთ დროს კი სახიერი ღმერთი სირთულეების გადალახვაში დაგვესმარება. მაგალითად: ადამიანი რაღაც ვნებით არის შეპყრობილი: ის აღიარებს ამ ვნებას, მის მოსაკვეთად იღწვის, ინანიებს, თავს იმდაბლებს, ყველანაირად განწყობილია, რომ მისგან განთავისუფლდეს. ეს განწყობა იცის ღმერთმა და ამიტომ ეხმარება მას. მაგრამ როგორ მიანიჭებს უფალი მადლს იმ ადამიანს, რომელიც თავად არ ცდილობს, რომ შეიცვალოს და ცოდვის აღსრულებას განაგრძობა?! ღვთის მადლი არ ეკარება იმ ადამიანს, ვისი მდგომარეობაც არასწორია, რადგანაც ეს მას ვერაფერს არგებს. მადლი რომ ასეთ შემთხვევაში ვინმეს შველოდეს, მაშინ ხომ ღმერთი მას ეშმაკსაც უწყალობებდა.
ადამიანი, რომელიც რაიმე ცოდვით დაეცა, მაგრამ ამ ცოდვაში ყოფნას არ განაგრძობს, ცოდვილ აზრზე უარს ამბობს, ინანიებს თავის დაცემას და იმ მიზნით მოღვაწეობს, რომ ის აღარ გაიმეოროს, ღვთის მადლს შეიწყნარებს და შეწევნას იღებს. თუმცა თუკი კაცს სინანული არა აქვს და ცოდვას მოდად მიიჩნევს, მსის მდგომარეობა დემონურია.
–წმიდაო მამაო, რანაირად გადარჩა ქრისტეს გვერდით ჯვარცმული ერთ–ერთი ავაზაკი?
–ეს ავაზაკი მესერზე აძვრა და იქიდან სამოთხის ბაღში გადახტა! „ავაზაკმან დაიმკვიდრა სამოთხე“! ანუ თავისი კეთილგონიერებით ამ ავაზაკმა თვით სამოთხის „დაყაჩაღებაც“ კი შესძლო.
–წმიდაო მამო, თუკი ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრების შეცვლა შესძლო, ძველი ცოდვილი ჩვეულებების მიხედვით აღარ ცხოვრობს, მაგრამ ძველ ცოდვაში მაინც ვარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სინანული არ აქვს?
–თუკი ის ცდილობს გამოსწორებას და ამავე დროს მაინც ვარდება ცოდვაში, მაშინ მას დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვს. თავდაპირველად ცხოვრების შეცვლა ადვილი არ არის. მაგრამ როდესაც დანამდვილებით მიხვდება, რამდენად მძიმეა მის მიერ აღსრულებელი ცოდვები, ადამიანი მათ აღარ ჩაიდენს.

დაწვრილებით...
 

"პატრიარქობის 34 წელს მზიანი ღამე ვუწოდე" - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა

ელფოსტა ბეჭდვა PDF

”პატრიარქობის 34 წელს მე მზიანი ღამე ვუწოდე”, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

"ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა. ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ბრძანა უწმინდესმა.

მისმა უწმინდესობამ გაიხსენა პატრიარქად კურთხევის დღე და იქ წარმოთქმული სიტყვები: "თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა". "მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ", - აღნიშნა ილია II-მ.

პატრიარქს დღეს აღსაყდრებიდან 34 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. საიუბილეო წირვას სამების საკათედრო ტაძარში მთავრობისა და ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ.

 

2011-12-25

ელფოსტა ბეჭდვა PDF

"პატრიარქობის 34 წელს მზიანი ღამე ვუწოდე" - ბრძანა საქართველოს პატრიარქმა

”პატრიარქობის 34 წელს მე მზიანი ღამე ვუწოდე”, – ამის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დღეს სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

"ეს 34 წელი იყო წლები განსაცდელისა, სიხარულისა და მწუხარებისა. ხშირად მეკითხებიან, რა შეიძლება ვუწოდოთ ამ 34 წელს. მე მას მზიანი ღამე ვუწოდე, იყო ღამე, მაგრამ ღვთის მზე, ღვთის მადლი გზას გვინათებდა. ჩვენ ვაშენებდით ტაძრებს, ახლაც ვაშენებთ, მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი არის ის, რომ ჩვენ ავაშენეთ ღვთის წყალობით კიბე მიწიდან ზეცამდე და ქართველი ხალხი ადის ამ კიბით. ამისთვის ვმადლობთ უფალს", - ბრძანა უწმინდესმა.

მისმა უწმინდესობამ გაიხსენა პატრიარქად კურთხევის დღე და იქ წარმოთქმული სიტყვები: "თავსა და ქედს ვიხრი წინაშე ღვთისა და ერისა". "მრავალი შეცდომაც მქონია, მაგრამ ღვთისა და თქვენი სიყვარული მუდამ ფარავდა ამ ცოდვებს. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ჩვენი გზა ერთადერთია – გზა სასუფევლისკენ", - აღნიშნა ილია II-მ.

პატრიარქს დღეს აღსაყდრებიდან 34 წლის იუბილე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიულოცა. საიუბილეო წირვას სამების საკათედრო ტაძარში მთავრობისა და ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ. 

 

საქართველოს მართლმმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 20 დეკემბერი 2011 წელი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

საქართველოს მართლმმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 20 დეკემბერი 2011 წელი

2011 წლის 20 დეკემბერს შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა. წმინდა სინოდმა განიხილა შემდეგი საკითხები: 1. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა მიზანმიმართული ანტიეკლესიური პროპაგანდა. ასეთი მოქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოცაა. ანტირელიგიური ცილისმწამებლური კამპანია ამასოფლის სულის გამუდმებული ბრზოლაა ეკლესიის მიმართ, რომლისგანაც თავდაცვა ღვთის სიტყვისა და საეკლესიო სჯულის კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამავე დროს, სინოდის გადაწყვეტილებები დაცული უნდა იყოს სამღვდელოების და მრევლის სუბიექტური ინტერპრეტაციებისა და ეკლესიის სახელით მათი გავრცელებისაგან. ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაპირისპირება სასულიერო პირთა შორის, რაც ხელს შეუწყობს ეკლესიის მოწინააღმდეგე ძალების გაძლიერებას. წმინდმა სინოდმა განაჩინა: აქტუალურ საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისათვის სინოდის სხდომებს შორის გაიმართოს მღვდელმთავართა შეხვედრები საპატრიარქოში ქორეპისკოპოსების მონაწილეობით. 2. საეკლესიო სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველთა რიცხვი აღემატება ეპარქიების შესაძლებლობებს. მიუხედავად ამისა, ეკლესია მუდმივად უნდა ზრუნავდეს სასწავლო პროცესის განვითარებისათვის, რისთვისაც აუცილებელია საპატრიარქოსა და ეპარქიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურება. წმინდმა სინოდმა განაჩინა: ა) საპატრიარქოს სასწავლო ცენტრმა შეიმუშაოს და დანერგოს სტანდარტების საეკლესიო სასწავლებლების, სტრუქტურების, სასწავლო პროგრამების, სახელმძღვანელოებისა და პედაგოგიკისათვის; ბ) მიღებულ იქნას არქიტექტურისა და არქეოლოგიის სპეციალობები შესაბამის სასულიერო სასწავლებლებში და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული საეკლესიო გალობის შესწავლას; გ) ეპარქიებში მღვდელმთავრების ხელმძღვანელობით სასულიერო პირებმა მოამზადონ მოხსენებები საეკლესიო თემებზე. წელიწადში ორჯერ გაიმართოს საეპარქიო კონფერენციები, სადაც წაკითხული იქნება საუკეთესო მოხსენებები. დ) საბჭოთა პერიოდში ხდებოდა თველოსა და მსოფლიო ისტორიის გაყალბება. შეცდომების გამოსასწორებლად შეიქმნას ისტორიკოსთა ჯგუფი მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) ხელმძღვანელობით. 3. სინოდმა იმსჯელა სოფლის მეურნეობის განვითარებაში ეკლესიის მონაწილეობის შესახებ და განაჩინა: ეთხოვოს სახელმწიფოს, დაეხმაროს ეკლესიას სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებაში. ეს ხელს შეუწყობს რაიონებში წარმოებებისა და მეურნეობების გამრავლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეროვნული პროდუქციის წარმოების ზრდას. 4. სინოდმა იმსჯელა ახალი პასპორტების შესახებ და განაჩინა: საკითხის შესასწავლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით: ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). 5. სინოდმა იმსჯელა მასობრივი სასუალებებით არაზნეობრივი შინაარსის ინფორმაციის გავრცელების შესახებ და განაჩინა: ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფა საღვო წერილის საფუძველზე საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესის უხეში დარღვევაა. ეკლესია გმობს ანტიზნეობრივი საქმიანობის ნებისმიერ გამოვლინებას და მოუწოდებს იმ პირებს, ვინც პასუხს აგებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებაზე, აღკვეთონ უზნეობის პროპაგანდა. 6. წმინდა სიონოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა. ეპისკოპოს სტეფანეს, დეკანოზ პოლიევქტოსა და მღვდელ ფილიმონ კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ აღმსარებელი; დეკანოზ ანდრიასა და მღვდელ პეტრე კარბელაშვილებს მიენიჭათ წოდება _ მღვდელმოწამე; ფილიმონ ქორიძეს ეწოდა ერისათვის თავდადებული.

 

არქიმანდრიტი კვიპრიანე (კერნი)

ელფოსტა ბეჭდვა PDF

მღვდელმსახური და აღსარება


ცოდვილის აღსარება, ანუ სულიერ მოძღვართან დიალოგი არსებითად განსხვავდება ნებისმიერი სხვა საუბრისაგან: უწინარეს ყოვლისა, ადამიანი აღსარებისას სრულიად საპირისპიროდ იქცევა, ვიდრე ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. თუკი ყოველთვის და ყველგან ადამიანი ცდილობს თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს და გულმოდგინედ ფარავს ნაკლოვანებებს, რათა ვინმეს უფრო ცუდი არ ეგონოს, ვიდრე სინადვილეშია, აღსარებაზე იგი ყველა თავის უარყოფით მხარეს ამჟღავნებს, ცდილობს, გაიხსენოს ყოველი ჩადენილი ცოდვა, არ რცხვენია, რომ საკუთარი თავი დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩინოს. ეს არის პირველი და უმთავრესი პირობა მართებული და სულისათვის მარგებელი აღსარებისათვის, რასაც მღვდელმსახურმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს. ამით უნდა იწყებოდეს ყოველი აღსარება. ეს უნდა ისწავლოს მღვდელმა. ადამიანი, რომელსაც აღსარებისას საკუთარ ცოდვებზე საუბარი ეშინია, „რომელიც ნანობს თავისი ახლობლების ცოდვებს, მაგრამ არა საკუთარს“, აღსარებას საზოგადო საგნებზე საუბრად აქცევს ხოლმე, რაც იმის მანიშნებელია, რომ მას წარმოდენა არა აქვს საერთოდ აღსარების შესახებ, ამგვარი „აღსარებით“ კი თავისი სულისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. აღსარება შლის ყველა ზღვარს და სულიერ მოძღვარსა და ცოდვილს შორის ურთიერთობას აბსოლუტური თანასწორობის ხასიათს ანიჭებს. მღვდელს უხდება აღსარების მიღება ბავშვებისა და მოზრდილებისგან, ქალებისა და კაცებისგან, უბრალო ადამინებისა და ბრძენი მეცნიერებისაგან; ობივატელებისგან, გლეხებისგან, ღატაკებისგან, თავის თანამოძმემღვდელმსახურებისაგან, იერარქებისგან, მეფეებისა და ქვეყნის მმართველებისგან. მაგრამ ამ კატეგორიათა შორის არსებული განსხვავება სრულებით იშლება ერთი საერთო სახელის მიღმა - „მონანული“, ანუ ეს ადამიანები ისინი არიან, ვისაც სულის ხელახალი შობა სურთ. ამიტომაც, სულიერი მოძღვრის სინდისი კრისტალურად გამჭვირვალე უნდა იყოს ყოველი ადამიანის მოსასმენად, მისი მოთმინება - ყოველთვის უსაზღვრო, სიმართლის საზომი კი - უმწიკვლოდ სწორი.

აქედან იშვება სწორედ განსაკუთრებული ურთიერთობა „სულიერ მამასა“ და „სულიერ შვილს“ შორის. ეს არც ფრაზეოლოგიაა და არც პირობითი ნათქვამი. მოძღვრის თანაგრძნობით სავსე სიყვარული სწორედ ასეთ სულიერ ნათესაობას წარმოქმნის. ამ ნათესაობაში სულაც არ არის საჭირო რაიმე სენტიმენტალობა. სულიერი მამობა არის სიყვარული და არა ძალაუფლება. მოძღვრის ხელთ ბალზამიცაა და მტკიცე, სიმართლის კვერთხიც. სულიერი მოძღვრისადმი მორჩილებას სულიერი დიქტატურის ელფერი არ უნდა დაჰკრავდეს, სულიერი მოძღვარი სულაც არ არის „სულიერი დირექტორი“, როგორც ასე ხშირად მოიხსენიება ლათინებთან. მაგრამ, მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს მოძღვრის ძალაუფლება და მისდამი მორჩილების მომენტიც.

დაწვრილებით...
 

ნილოს სინელი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

რვა მზაკვარ სულზე

გემოთმოყვარებაზე

თავი 1. ნაყოფიერების დასაბამი - ყვავილია, ხოლო მოღვაწეობისა - თავშეკავება. ის, ვინც სტომაქს იმორჩილებს, ვნებებს ძალას უკარგავს, ხოლო დანაყრების სურვილით ძლეული ძალას ჰმატებს გემოთმოყვარებას. დასაბამი წარმართთა - ამალეკი, და ვნებათა დასაბამი - გემოთმოყვარება. ცეცხლისთვის - შეშაა საჭმელი, ხოლო მუცლისთვის საზრდელია - ჭამადი. ბევრი შეშა დიდ ცეცხლს აალებს, ხოლო ჭამადის სიმრავლე გემოთმოყვარებას კვებავს. საწვავი ნივთიერების კლებასთან ერთად ცეცხლიც კლებულობს, ხოლო ჭამადის სიმწირე გემოთმოყვარებას ასუსტებს. ვინც დაეუფლა (ვირის) ყბას, მან ამოწყვიტა უცხოტომელნი და ადვილად შეიხსნა ხელები (იხ. მსაჯულთა 15, 14). ყბით ამოწყვეტამ (მსაჯულთა 15, 17) წყაროსთვალი წარმოქმნა და უმოქმედობამდე მიყვანილმა გემოთმოყვარებამ მოსწრაფე ჭვრეტა შვა. კარვის პალომ (მსაჯულთა 4, 21), ჩარჭობილ იქნა რა საფეთქელში, მტერი მოკლა, ხოლო სიტყვამ თავშეკავებისამ ვნება მოაკვდინა.

ჭამადის ნდობამ ურჩობა შვა, ხოლო დამატკბობელმა გემოსხილვამ გამოჰხადა სამოთხიდან. მრავალფასეული ჭამადი სასას ატკბობს, მაგრამ, იმავ დროს, თავშეუკავებლობის დაუძინებელ მატლსაც ასაზრდოებს. შეთხელებული მუცელი ლოცვაში სიფხიზლისთვის ამზადებს, გამაძღარი კი ღრმა ძილს ჰგვრის. მშრალი მარხვის ჟამს აზრი ფხიზელია, ფუფუნებითი ცხოვრება კი უფსკრულში კარგავს გონებას. მმარხველის ლოცვა - მაღლა მოფარფატე არწივის მართვეა, ნაყროვანებით დამძიმებული მემთვრალის ლოცვა კი თავდაღმა მიექანება. მმარხველის გონება მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავია, ლოთის გონება კი - წყვდიადია უმთვარო ღამეში. ნისლი მზის სხივებს ჰფარავს, მიღებული ჭამადის ოხშივარი კი გონებას აბნელებს.

თავი 2. ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს არეკლილ გამოსახულებას, ხოლო სიმაძღრით დასუსტებული აზროვნება კი ვერ იტევს თავის თავში ღვთიურ მეცნიერებას. დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდს აღმოაცენებს, გემოთმოყვარის გონება კი უშვერ ზრახვებს ბადებს. შეუძლებელია სიმყრალეში წააწყდე კეთილსურნელებას, და გემოთმოყვარეში - ჭვრეტის ნელსურნელებას. გემოთმოყვარის თვალი ღრეობებს ეძებს, ხოლო თავშეკავებულისა - ბრძენთა შეკრებას. გემოთმოყვარის სული მოწამეთა ხსენების დღეებს ანგარიშობს, თავშეკავებული კი მათ ცხოვრებას ბაძავს. მხდალი მხედარი ბრძოლის მაუწყებელ საყვირის ხმაზე თრთის, გემოთმოყვარე კი - თავშეკავების შესახებ ქადაგებაზე. გემოთმოყვარე მონოზონი თავისი მუცლის მევალეა და მათრახის ცემით იხდის თავის ყოველდღიურ გადასახადს. მოჩქარე მგზავრი მალე მიაღწევს ქალაქს, თავშეკავებული მონოზონი კი - აუმღვრეველ მდგომარეობას. ზანტი მგზავრი ღამისთევისთვის ღია ცისქვეშ უდაბნოში ჩერდება, და მონოზონი გემოთმოყვარეც ვერ მიაღწევს უვნებელობის სადგურს. საკმევლის კმევა კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს, და თავშეკავებულის ლოცვა - ღვთის საყნოსელს.

დაწვრილებით...
 

იღუმენი ფილარეტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

ქრისტიანული შეხედულება ომზე

(ღირსი ათანასე ათონელისა და წმ. მოციქულთასწორის კირილეს შეფასება)

ქრისტიანული პატრიოტიზმი თითოეული ჩვენთაგანისაგან მოითხოვს მამულისათვის შეძლებისდაგვარად სამსახურს, რომელიც უპირველესად ხორციელდება მაშინ, როცა ადამიანი ამა თუ იმ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ სამსახურშია. მამულისთვის სამსახური უფრო მეტად დაფასებულია, როცა იგი უანგაროდ სრულდება, ყოველგვარი მოსაზრებებისა და მატერიალური დაინტერესების გარეშე. მაგრამ, ასე თუ ისე, ადამიანი თავის სახელმწიფოს ემსახურება მაშინაც კი, როდესაც უბრალოდ მონაწილეობს მის ცხოვრებაში, მაგ. მუშაობს, წერს ბეჭდვითი სიტყვის ორგანოებში ან მონაწილეობას საზოგადოებრივ არჩევნებში და ა.შ. სწორედ აქ უნდა ცდილობდეს სარგებლობა მოუტანოს ქვეყანას, ხალხს და არა პირადი ინტერესების დაცვას. მაშინ მას სინდისი დამშვიდებული ექნება. დაე, ნუ მიაღწევს გარეგნულ წარმატებას, სამაგიეროდ პატიოსნად, ქრისტიანულად მოიხდის სამშობლოს პატრიოტის და ერთგული შვილის ვალს.

არსებობს ასეთი ანდაზა: „მეგობარი ჭირში გამოიცნობაო“. ჭეშმარიტი პატრიოტის სიყვარულიც თავისი ხალხის მიმართ განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება საყოველთაო განსაცდელისა და უბედურების ჟამს. ნებისმიერმა იცის, თუ როგორ მდგომარეობაშია ადამიანი, რომელსაც მძიმედ ჰყავს ახლობელი ადამიანები, მას არავითარი განწყობა არა აქვს არც გართობისა და არც საკუთარი სიამოვნებისათვის. დარდსა და საზრუნავში ჩაფლულს ხანდახან არც ჭამა ახსენდება და აღარც სმა, არ შეუძლია არც დასვენება და არც ძილი. რაღაც ამდაგვარს უნდა განიცდიდეს სამშობლოს უბედურების ჟამს ის ადამიანი, ვისაც გულწრფელად უყვარს სამშობლო. თუ ჩვენი გული თავიდან ბოლომდე აღვსილია მხოლოდ პირადი განცდებითა და ინტერესებით, თუ ჩვენი საქმე და სიტყვა დაშორებულია, როგორც აღმოსავლეთი დასავლეთისაგან, მაშინ ეს სამშობლოს სიყვარული არ ყოფილა! ჩვენში მამულისთვის სამსახურში ყველაზე თავგანწირულ გმირობად აღიარებულია სიკვდილი სამშობლოსათვის, უმთავრესად ომში. სამშობლოს დამცველი მებრძოლი ქრისტიანი ნამდვილად აღასრულებს ქრისტეს მცნებას: „უფროის ამისა სიყვაურლი არავის აქვს, რათა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოან. 15,13).

ომი, თავისთავად, რა თქმა უნდა, ბოროტება და უაღრესად სამწუხარო მოვლენაა, ღრმად საწინააღმდეგო ქრისტიანული მოძღვრებისა. თქმა არ სჭირდება იმას, რომ თუ რა სასიხარულო იქნებოდა, ადამიანებს რომ შეეწყვიტათ ერთმანეთში ომი, მაშინ ხომ დაისადგურებდა დედამიწაზე მშვიდობა. მაგრამ სამწუხაროდ, სინამდვილე სულ სხვას გვეუბნება. მხოლოდ სინამდვილეს დაშორებულ მეოცნებეებს და ცალმხრივ მოაზროვნე სექტანტებს შეუძლიათ უარყონ ომი, ასე ვთქვათ, არ დაუშვან ომი რეალურ ცხოვრებაში.

დაწვრილებით...
 


JPAGE_CURRENT_OF_TOTAL

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

ფირნიშები

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო