Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size
Shemoqmedis eparqia

შობის მარხვის დასაწყისი

Email Print PDF

კალენდრის მიხედვით შობის მარხვა უკანასკნელი მრავალდღიანი მარხვაა. იგი იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს. საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ (ძვ. სტ. 14, ახლით - 27 ნოემბერი).

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისადმი მომზადების პერიოდია. ლეონ დიდი წერს: „მარხვის შენახვა წელიწადის ოთხივე დროში გვიხდება, რათა მთელი წლის განმავლობაში ვაცნობიერებდეთ, რომ განუწყვეტლივ ვსაჭიროებთ განწმენდას; რათა ჩვენს დაუდევარ ცხოვრებაში ყოველთვის ვცდილობდეთ მარხვითა და მოწყალების გაღებით შევმუსროთ ცოდვა, რომელიც მრავლდება ხორცის უძლურებითა და უწმინდური ზრახვებით“.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. „როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, - წერს წმიდანი, - ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ“.

Read more...
 

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

Email Print PDF

მისიონერული წერილები

მორჩილ გაბრიელ ი.-ს - რატომ წავიდა ქრისტე

როდესაც ბატონი ყანაში მიდის, რათა დააპუროს და გაამხნეოს თავისი მუშები, ყოველივეს შეასრულებს და სახლში ბრუნდება. 

როდესაც მეფე მტერთან საომრად მიდის, დაამარცხებს მას და დედაქალაქში ბრუნდება.

როდესაც ექიმი საავადმყოფოში მიდის, რათა გასინჯოს, მკურნალობა დაუნიშნოს და წამლები გამოუწეროს, როდესაც შეასრულებს ყოველივეს, საავამდყოფოს ტოვებს.

როდესაც მშობლები შვილებს შორეულ მხარეში ესტუმრებიან, გადაიხდიან მათ ვალებს, უზრუნველყოფენ კარგი განათლებით, თავად კი საკუთარ კერას უბრუნდებიან და შვილების დაბრუნებას მოელიან.

Read more...
 

წმიდა იოანე ოქროპირი - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ

Email Print PDF

სიტყვა პირველი


1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.

2. ჩვენი ურთიერთობის სიმტკიცე და დაურღვევლობა სხვა მიზეზებმაც განაპირობა: მამულის უპირატესობით ერთმანეთის წინაშე თავს ვერ მოვიწონებდით, არც ის ყოფილა, რომ მე მოჭარბებული
მქონოდა სიმდიდრე, იმას კი უკიდურეს სიღატაკეში ეცხოვრა, ჩვენი ქონება იმდენადვე თანაბარი იყო, რამდენადაც გრძნობები. წარმომავლობაც ერთნაირი გვქონდა, ამნაირად, ყველაფერი უწყობდა ხელს ჩვენს ერთობას.

3. მაგრამ როდესაც მან, ნეტარმა, მონაზვნური ცხოვრება დაიწყო და ჭეშმარიტ სიბრძნისმოყვარეობას შეუდგა, მაშინ კი დაირღვა ჩვენი თანასწორობა. მისი სასწორის ფიცარი შემსუბუქდა და ამაღლდა, მე კი, სოფლის ტრფიალით გზაცთომილმა, ქვე-დავზიდე ფიცარი ჩემი. ჩვენი მეგობრობა უწინდებურად მტკიცე იყო, თუმცა ერთად ყოფნა მოიშალა, რადგან შეუძლებელია ერთად ცხოვრება იმათი, ვინც სხვადასხვა საქმითაა დაკავებული. როცა რამდენადმე გავთავისუფლდი ამქვეყნიური ორომტრიალისაგან, ხელგაშლით მიმიღო, თუმცა ვერც მაშინ ვიცავდით უწინდელ თანასწორობას, რადგან ის უკვე შორს იყო წასული და თან დიდი გულმოდგინებაც გამოიჩინა, ამდენად კვლავ ჩემზე მაღლა იდგა და დიდ საზომს იყო მიღწეული.

Read more...
 

„ ტოლერანტობა“ (როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან კაცთშემწყნარებლობა და რჯულშემწყნარებლობა ) - წმიდა ნიკოლოზ სერბი

Email Print PDF

„ყველაფრის ერთმანეთტან შერწყმისა და გათანაბრების პროცესი ერეტიკოსი თეოლოგების მიერ ჯერ კიდევ დასავლეთის აღმოსავლეთისაგან განდგომის დროიდან დაიწყო, განსაკუთრებული აქტივობით კი ამ ბოლო 150 წლის მანძილზე მიმდინარეობს. ეს თეოლოგები თითქოსდა „ ტოლერანტობის“ და „ ერებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების“ მიზნით ცდილობენ ზეცა შეურწყონ მიწას, ქრისტე სხვადასხვა აღმსარებლობის ფუძემდებლებს და სახარება დანარჩენ – იუდაურ, ისლამურ და წარმართულ რელიგიებს. მაგრამ, სწორედ ასეთ მცდელობაშია დღემდე არნახული ომებისა და და რევოლუციების ჩასახვის მიზეზი, რადგან შეუძლებელია ჭეშმარიტება შეეგუოს ნახევრადჭეშმარიტებასთან და სიცრუესთან გათანაბრებას.“

„სამოქალაქო უფლება–მოვალეობათა თანასწორობა – ეს ერთია, ხოლო რელიგიათა თანასწორობა – სხვა. ქრისტიანებს მკაცრად გვაქვს ნაქადაგები სხვა ადამიანების მიმართ მოწყალება, მიუხედავად მათი აღმსარებლობისა, მაგრამ ამასთანავე გვევალება მკაცრი დაცვაც ქრისტეს ჭეშმარიტებისა.
როგორც ქრისტიანს, თქვენ შეგიძლიათ ურწმუნოს გამო ქონება და სიცოცხლეც კი მსხვერპლად გაიღოთ, მაგრამ ჭეშმარიტება – არასოდეს, რადგანაც იგი თქვენგან დამოუკიდებლად არსებობს, იგი თქვენ არ გეკუთვნით.“

Read more...
 

მღვდელთა პატივისცემის შესახებ - წმიდა იოანე ოქროპირი

Email Print PDF

მთელი ყურადღებით მოვეპყრათ მათ, რომელთაც მინდობილი აქვთ მადლმოსილ ნიჭთა საშუალებით მოქმედების უფლება. ჭეშმარიტად უდიდესია მღვდელთა ღირსება! ნათქვამია, ვისაც ისინი მიუტევებენ ცოდვებს, მიეტევებათ. ამიტომაც გვეუბნება პავლე: დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ (ებრ. 13:17). და უმეტესად შერაცხენით იგინი სიყუარულით (1 თეს. 5:13) მართლაც, შენ ზრუნავ მხოლოდ საკუთარ საქმეებზე და თუ მათ კარგად წარმართავ, სხვა ადამიანების მიმართ პასუხს არ აგებ. მღვდელი კი, თუნდაც კარგად ააწყოს პირადი ცხოვრება, თუ სათანადო ძალისხმევას არ დახარჯავს მათზე, რომლებზე ზრუნვაც აქვს მინდობილი, მაშინ ცოდვილებთან ერთად წავა გეჰენიაში; ხშირად იგი, თავად უდანაშაულო, წარიწყმიდება თქვენი ურჯულოების გამო, თუ ჯეროვნად არ შეასრულებს ყველაფერს, რისი შესრულებაც მას ევალება.

Read more...
 

მირონის კურთხევის დაწესება საქართველოში

Email Print PDF

წმიდა მირონი – მცენარეული სურნელოვანი ზეთი ქრისტიანულ ეკლესიაში მირონცხების საიდუმლოების შესრულების დროს იხმარება. მას ასევე მეფეთა, ტაძრისა თუ ტრაპეზის კურთხევისას იყენებენ.

მირონის კურთხევას აღასრულებენ წმიდა სინოდის მღვდელმთავრები ეკლესიის მეთაურთან ერთად აღდგომის მარხვაში, დიდ ხუთშაბათ დღეს.

ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებული აზრით, მირონის კურთხევის ნება ქართულმა ეკლესიამ ქალკედონის კრების (451 წ.) შემდეგ მიიღო.

თუ რომელი საუკუნიდან იკურთხება საქართველოში მირონი, ამ თემის შესახებ“ამბიონს” მანგლის-წალკის ეპარქიის მმართველი, თეოლოგიის სასწავლო – სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე ესაუბრა: “ეკურთხებოდა თუ არა ქართულ ეკლესიაში მირონი v საუკუნიდან, ამ საკითხის გარკვევისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ მეზობელ სომხეთსა და ალბანეთში არსებულ მდგომარეობას.

Read more...
 

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი

Email Print PDF

რატომ არა ხარ ეკლესიაში?
წინასიტყვაობა


ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ამ წიგნზე ასეთი მოთხოვნილება იქნებოდა და რამდენიმე წელიწადში მოგვიხდებოდა მეათე გამოცემის მომზადება რამდენიმე ათასიანი ტირაჟით.

იგი, ყოველგვარი რეკლამისა და პრეზენტაციის გარეშე გადადიოდა ხელიდან ხელში და ვრცელდებოდა ყველგან. ამ წიგნის ყოველი წამკითხველი თავს ვალდებულად თვლიდა ერჩია მისი წაკითხვა სხვებისთვისაც. აი, რას გვწერს ერთ-ერთი გიმნაზიის დირექტორი ვ. ტროკასი: „დიდი ყურადღებით წავიკითხე თქვენი წიგნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით საეკლესიო ცხოვრების საკითხების განმარტებისათვის. კარგი იქნებოდა ამ წიგნის გავრცელება ქრისტიანულ ოჯახებში“.

ჟურნალი „ენორია“ წერს: „ეს წიგნი პატარა, მაგრამ ბევრის მომცველია. იგი ეძღვნება, ეკლესიაში, წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს. დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე. შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები, რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განილიხავს ამ ყუარყოფითი მოვლენის ბუნებას. უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე, მაგრამ ღრმა განმარტებით.

Read more...
 

დიმიტრის შაბათი

Email Print PDF

ქართულ საეკლესიო კალენდარში არის ერთი დღე, რომელიც აღნიშნულია როგორც „დიმიტრის შაბათი, მიცვლებულთა ხსენების დღე“. მიცვალებულთა ხსენება ქართველთათვის განსაკუთრებული რამ არის და, შესაბამისად, ამ დღეს მრევლიც ცდილობს არ დატოვოს თავისი მიცვალებულები მოხსენიების გარეშე. მაგრამ რომ ვკითხოთ, რა არის მიზეზი ამ დღის დაწესებისა, იშვიათად ვინმემ შეძლოს ახსნა. არადა, ამ დღეს, ისევე როგორც ყველა საეკლესიო დღესასწაულსა და სახსენებელ დღეს აქვს თავისი დასაბამი.

1380 წლის 8 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულს რუსეთის მდინარეებს დონსა და ნეპრიადვას შორის კულიკოვოს ველზე გაიმართა ბრძოლა, რუსებისა და ოქროს ურდოს ჯარებს შორის. რუსების ჯარს მოსკოვის დიდი მთავარი დიმიტრი წინამძღვრობდა. ბრძოლა რუსების სახელოვანი გამარჯვებით დამთავრდა, რის გამოც მთავარ დიმიტრის დონელი უწოდა ხალხმა. გამარჯვებულმა მთავარმა გადაწყვიტა პატივით მოეხსენიებინა ის მეომრები, რომლებიც დაეცნენ ბრძოლის ველზე. ხსენების დღე მისთვის სათაყვანებელ და ზეციური მფარველის წმ. დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს (26 ოქტომბერი/ახ.სტ. 8 ნოემბერი) დაუკავშირა. კულიკოვოს ველზე დაღუპულ მეომართა ხსენების დღედ დაწესდა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების უახლოესი წინა შაბათი. პირველი პანაშვიდი გადაიხადა ღირსმა სერგი რადონეჟელმა.

Read more...
 

მამათა გამონათქვამები

Email Print PDF

აღსარებაზე

 

მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

Read more...
 

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაული სირიაში

Email Print PDF

2004 წლის დეკემბერში დამასკო და საუდის არაბეთი სასწაულებმა შეძრეს

მოგვითხრობს ბეცახურის მონასტრის იღუმენი ეგნატე (მაცხოვრის საფლავის საძმო)


2004 წლის დეკემბერში ერთმა არაბმა, საუდის არაბეთიდან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავისი სასწაულებრივი გადარჩენის ამაღელვებელი ისტორია მოუთხრო (გადაიცა საუდის არაბეთში, პალეტინაში და ყველა მეზობელ ქვეყანაში ტელევიზიით, რადიოთი, დაიბეჭდა ჟურნალ-გაზეთებში, განთავსდა ინტერნეტში არაბულ ენაზე).

Read more...
 

მკვდრეთით აღმდგარი ბიჭუნას მოწმობა

Email Print PDF

მთავარეპისკოპოსი ამბერკი მოგვითხრობს შემდეგი შემთხვევის შესახებ: ბულგარეთში ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის 30-იან წლებში ერთი ღირსშესანიშნავი შემთხვევა მოხდა: ერთგან 14 წლის ყმაწვილი ბიჭი მომკვდარიყო; როცა მას წესს უგებდნენ, ანაზდად იგი წამოიმართა კუბოდან და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი დაიწყო. თავდაპირველად საშინლად შეძრწუნებულმა და იმავდროულად გახარებულმა ახლობლებმა დამშვიდება დაუწყეს ბიჭს და როცა ეს, დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც მოახერხეს, ჰკითხეს კიდეც, რატომ ტიროდა ასე მწარედ. და ბიჭმა შემდეგი მოუთხრო მათ: „როცა მე მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. რა საშინელი სახეები ჰქონდათ მათ! მე არ შემიძლია ამის

Read more...
 


Page 9 of 11

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


შემოქმედი 360

Banner

© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო