Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

10 მარტი

ელფოსტა ბეჭდვა PDF

26(ახ.10.03) თებერვალი



ღირსი პორფირი, ღაზელი მთავარეპისკოპოსი (+420); მოწამენი: სებასტიანე და ქრისტოდულე (+დაახლ. 66).

წმიდა პორფირე, ღაზელი მთავარეპისკოპოსი



წმიდა პორფირი ღაზელი დაიბადა დაახლოებით 346 წელს, მაკედონიის ქალაქ თესალონიკში. მშობლებმა მას კარგი განათლება მიაღებინეს. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ჭაბუკი ოცდახუთი წლის ასაკში იერუსალიმში გაემგზავრა იქაური სიწმიდეების თაყვანსაცემად. ამის შემდეგ ღირსი მამა იორდანეს უდაბნოში დამკვიდრდა, სადაც მძიმედ დასნეულდა. განკურნების იმედით მან წმიდა ადგილების მოლოცვა გადაწყვიტა. ერთხელ გოლგოთის ძირში მიგდებულმა, ავადმყოფობისგან ძალაგამოცლილმა წმიდანმა ჩვენებით იხილა მაცხოვარი, რომელიც ჯვრიდან გარდამოხდა და მას მიმართა: `მიიღე ეს ძელი და დაიცავი~. გამოღვიძებულმა პორფირიოსმა სრული სიჯანსაღე იგრძნო. მაცხოვრის სიტყვები მალე აღსრულდა: იერუსალიმის პატრიარქმა წმიდანი მღვდლად აკურთხა და უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ძელის მცველად დაადგინა. იმ ხანებში ღირსმა მამამ მშობლებისგან მემკვიდრეობით ოთხასი ოქროს მონეტა მიიღო, რომელიც გლახაკთა განკითხვასა და ტაძრების კეთილმოწყობას მოახმარა.

395 წელს გარდაიცვალა ქალაქ ღაზის (პალესტინა) ეპისკოპოსი. ადგილობრივი ქრისტიანები კესარიაში მივიდნენ მიტროპოლიტ იოანესთან და სთხოვეს, ისეთივე ეპისკოპოსი დაედგინა მათთვის. უფლის შთაგონებით მიტროპოლიტმა იერუსალიმელ ხუცეს პორფირსს მოუწოდა. კრძალვით და შიშით მიიღო წმიდანმა მღვდელმთავრის ხარისხი, თაყვანი სცა ცხოველმყოფელ ძელს და ახალი მორჩილების აღსასრულებლად გაეშურა.

ღაზაში მას დახვდა სამი ქრისტიანული ეკლესია უამრავი წარმართული სამსხვერპლოების გარემოცვაში. ამ დროს ქალაქში საშინელი გვალვა იყო. პორფირმა ქრისტიანებს მარხვისკენ მოუწოდა, მწუხრის ლოცვა აღასრულა, შEმდეგ კი ლიტანიით შემოუარა მთელ ქალაქს. უეცრად ცა მოიქუფრა, იჭექა და ხშირმა წვიმამ დაუშვა. იმ დღეებში ორასზე მეტი კერპთაყვანისმცემელი მოინათლა. მიუხედავად ამისა, წარმართები განაგრძობდნენ ქრისტიანთა შევიწროებას: თანამდებობიდან ათავისუფლებდნენ მათ, გადასახადევს უმძიმებდნენ... მღვდელმთავარი პორფირიოსი და მიტროპოლიტი იოანე კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, რომ იმპერატორისთვის შეწევნა ეთხოვა. აქ მათ დახვდათ წმიდა მამა იოანე ოქროპირი.

იოანე და პორფირი დედოფალ ევდოქსიას წარუდგინეს, რომელიც მაშინ ორსულად იყო. `იზრუნე ჩვენზე, _ წინასწარმეტყველურად უთხრეს მას ეპისკოპოსებმა, _ და უფალი მოგმადლებს ძეს, რომელიც შენსავე სიცოცხლეში გამეფდება~. ამის შემდგომ, 401 წელს გამოვიდა იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც ღაზაში ქრისტიანებს პრივილეგიები მიენიჭათ. დედოფალმა მღვდელმთავრებს სახსრებიც გამოუყო ქალაქში ახალი ტაძრის ასაშენებლად. ღირსი მამა 420 წელს გარდაიცვალა, ღრმა მოხუცებლობაში.

მოწამენი: სებასტიანე და ქრისტოდულე წმიდა ფოტინის (ხს. 20 მარტს) რაზმის მეომრები იყვნენ. ისინი მახვილით აღესრულნენ იმპერატორ ნერონის (54-68) დროს.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო