Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

27 მაისი

Email Print PDF

14(ახ.27) მაისი


მოწამე ისიდორე (+251); მოწამე მაქსიმე (+დაახლ. 250); ღირსი სერაპიონ სინდონიტი (V); ღირსი ლეონტი, იერუსალიმის პატრიარქი (+1175).

წმიდა მოწამე ისიდორე



მოწამე ისიდორე (+251) ცხოვრობდა კუნძულ ქიოსზე. იგი წარმოშობით ალექსანდრიელი იყო. იმპერატორმა დეკიუსმა (249_251) მმართველობის პირველ წელს გამოსცა ბრძანება, აღეწერათ არმიაში მსახურებისთვის ვარგისი ყველა მოქალაქე. წმიდა ისიდორე მხედართმთავარ ნუმერიუსის პოლკში გაამწესეს. ისიდორე ქრისტიანი იყო და თავს არიდებდა ყოველგვარ წარმართულ სანახაობას. როცა იმპერატორმა მოითხოვა, რომ მხოლოდ საუკუნო მეფის, იესო ქრისტეს ნებას ემორჩილება და არასოდეს განუდგება მას. მხედართმთავრის ბრძანებით წმიდანს ენა ამოაგლიჯეს, მაგრამ, ღვთის ნებით, წმიდა ისიდორე ბრძანების აღსრულების შემდეგაც განაგრძობდა ღვთის დიდებას. ამ სასწაულებით ზარდაცემული ნუმერიუსი მიწაზე დაეცა უგონოდ და თავად დაკარგა მეტყველების უნარი. ჯარისკაცების დახმარებით წამომდგარმა მხედართმთავარმა ფურცელზე წააწერა განაჩენი _ წმიდა ისიდორესთვის თავი უნდა მოეკვეთათ. ისიდორე სიხარულით შეხვდა სასიკვდილო განაჩენს და ღმერთს მადლობა შესწირა. გვამი უპატრონოდ დააგდეს, მაგრამ წმიდანის მეგობარმა, ფარულმა ქრისტიანმა ამონამ პატივით მიაბარა იგი მიწას. მოგვიანებით თვითონ ამონაც მოწამეობრივად აღესრულა.

მოწამე მაქსიმე მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ დეკიუსის დროს. წმიდა მაქსიმე ვაჭარი იყო, ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ერთხელ, როცა წარმართები შეიკრიბნენ მსხვერპლშეწირვისათვის, წმიდა მაქსიმემ ვერ აიტანა ამაზრზენი სანახაობა, მიეჭრა უღმერთოებს, ხმამაღლა ამხილა მათი უსჯულოება. გამძვინვარებულმა წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს წმიდა მოწამე (+დაახლ. 250).

ღირსი სერაპიონ სინდონიტი ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნურ ღვაწლს. მან ნებსით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესთვის _ თავშესაფარიც კი არ გააჩნდა, მთელ მის ქონებას წარმოადგენდა ერთი სელის სამოსი _ სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა, ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ წმიდანმა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს საკუთარი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანი_ქეველობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, მონად მიეყიდა ამ კაცს და გონებრივი შეგონებებით, მიაღწია მისი ბატონის მართლსარწმუნოებაზე მოქცევას. უფლის რჩეული V საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.

წმიდა ლეონტი, იერუსალიმის პატრიარქი, წმიდა გრიგოლ პალამას გადმოცემით, 1223_1261 წლებში მართავდა იერუსალიმის ეკლესიას. მისი ცხოვრება დაწვრილებით აღწერა კონსტანტინოპოლელმა მონაზონმა თეოდორემ. ეს თხზულება თარგმნა ღირსმა ნიკოდიმოს მთაწმინდელმა, რომელიც პატრიარქის აღსრულების თარიღად თვლის 1175 წელს.


 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო