Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

30 მაისი

Email Print PDF

17(ახ.30) მაისი


მოციქული ანდრონიკე და იუნია (I); მოწამენი სოლოქონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები (+284_305); წმიდა სტეფანე, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი (+893).

წმიდა მოციქული ანდრონიკე და თანამდგომი მისი იუნია


მოციქული ანდრონიკე და იუნია (I) წმიდა პავლე მოციქულის ნათესავები იყვნენ. მათ მოღვაწეობას ახსენებს მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: `კითხვაი არქუთ ანდრონიკეს და იუნიას, ნათესავთა ჩემთა და თანატყუეთა ჩემთა, რომელნი არიან შესწავებულ მოციქულთა შორის, რომელნი ჩემსა წინაითცა იყვნენ ქრისტეს მიერ~ (რომ. 16,7). წმიდა ანდრონიკეს ხელი დაასხეს პანონიის ეპისკოპოსად. მან წმ. იუნიასთან ერთად ქადაგებით მოიარა სხვა ქვეყნებიც. წმიდანთა მოღვაწეობის შედეგად წარმართები ქრისტიანდებოდნენ, ანადგურებდნენ საკერპოებს და მათ ნაცვლად ქრისტიანულ ტაძრებს აშენებდნენ. ცნობილია, რომ წმიდა ანდრონიკე და იუნია მოწამეობრივად აღესრულნენ.



მოწამე სოლოქონი, პამფამირე და პამფალონ მხედრები. წმიდა სოლოქონი წარმოშობით ეგვიპტელი იყო, იგი ქრისტესთვის ივნო 284_305 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანეს (284_305; 307_310) დროს. მასთან ერთად მოწამეობრივად აღესრულნენ პამფამირე და პამფალონი. ისინი იმპერატორის არმიაში მსახურობდნენ, ტრიბუნ კამპანის პოლკში. ქრისტიანთა დევნის დროს კამპანის პოლკი ქალაქ ქალკედონში გაგზავნეს და ყველა მხედარს მსხვერპლშეწირვის წესის შესრულება მოსთხოვეს. სოლოქონმა, პამფამირემ და პამფალონმა უარი განაცხადეს წარმართული კერპების თაყვანისცემაზე და აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი, უფალი იესო ქრისტე. კამპანის ბრძანებით ისინი სასტიკად აწამეს. წმიდა პამფამირე და პამფალონი წამებისას გარდაიცვალნენ. განრისხებულმა ტრიბუმა ბრძანა, ხმლით გაეღოთ პირი ცოცხლად გადარჩენილი წმიდა სოლოქონისათვის და ნაკერპავი სისხლი ჩაესხათ. წმიდანმა კი ისე მოუჭირა ხმალს კბილები, რომ გაღუნა. მან ბორკილები დაამსხვრია და კვლავ ადიდა უფალი. ხანგრძლივი წამების შემდეგ სოლოქონი ცალი ხელით დაკიდეს, ფეხზე კი მძიმე ქვა ჩამოკიდეს. სამი საათი ეკიდა წმიდანი ასეთ მდგომარეობაში, შემდეგ კი თოკი გადაჭრეს. წმიდა სოლოქონი საღ_სალამათი წამოდგა ფეხზე. მრისხანებისგან გონდაკარგულმა კამპანიმ წმიდა მოწამეს თავში კვერთხი ჩაარტყა. წმიდა სოლომონი უგონოდ დაეცა, კამპანი და მხედრები კი სასახლეში წავიდნენ. ქრისტიანებმა მოწამე ერთი ღვთისმოსავი ქვრივის სახლში წაიყვანეს, სადაც სული მოითქვა, ქრისტიანებს ესაუბრა სარწმუნოებაზე და გაამხნევა ისინი. შემდეგ წმიდა სოლოქონმა ილოცა და სული განუტევა.

წმიდა სტეფანე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი იყო უმცროსი ვაჟი იმპერატორ ბასილი მაკედონელისა (867_886) და ძმა იმპერატორ ლეონ ბრძენისა (886_912), მღვდლად ეკურთხა პატრიარქ ფოტიოსის (857_867; 877_886) დროს. 887 წელს პატრიარქი ფოტიოსი იძულებული გახდა, მღვდელმთავრის ტახტი დაეტოვებინა. კონსტანტინოპოლის კათედრაზე არჩეულ იქნა წმიდა სტეფანე. მღვდელმთავარი ფხიზლად იცავდა სამწყსოს, იყო მოწყალე, ქომაგი გაჭირვებულთა, ზრუნავდა ქვრივებზე და ობლებზე. იგი მშვიდობით მიიცვალა 893 წელს; დაასაფლავეს სიკელიის მონასტერში.

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო