Shemoqmedis eparqia

  • Increase font size
  • Default font size
  • Decrease font size

მარხვები

ელფოსტა ბეჭდვა PDF

განსაკუთრებული მარხვები



დიდი მარხვა - იწყება აღდგომიდან 7 კვირით ადრე, ორშაბათს და გრძელდება უფლის ბრწყინვალე აღდგომამდე. ეს მარხვა განსაკუთრებულად მძიმეა. თევზით ხსნილია მხოლოდ ხარების (25 მარტი / 7 აპრილი) და ბზობის (დიდ-მარხვის მე-6 შაბათი) დღესასწაულებზე.

პეტრე-პავლობის მარხვა - ცვალებადი ხანგრძლივობისაა. იწყება სულთმოფენობიდან 1 კვირის შემდეგ, ორშაბათს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე (29 ივნისი / 12 ივლისი). მძიმე მარხვა არაა. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.

მარიამობის მარხვა - იწყება 1 / 14 აგვისტოს და გრძელდება მიძინების დღესასწაულამდე (15 / 28 აგვისტო). მძიმე მარხვაა. თევზით ხსნილია მხოლოდ ფერისცვალების დღესასწაულზე (6 / 19 აგვისტო).

შობის (ანუ ფილიპეს) მარხვა - იწყება 15 / 28 ნოემბერს და გრძელდება ქრისტეშობის დღესასწაულამდე (25 დეკემბერი / 7 იანვარი). მძიმე მარხვა არაა. ახალი სტილით 25 დეკემბრამდე ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ხსნილია თევზით.



ერთდღიანი მარხვები



ყოველი კვირის ოთხშაბათი (ამ დღეს იუდამ გასცა ქრისტე) და პარასკევი (ამ დღეს ქრისტე ჯვარს აცვეს), გარდა ხსნილისა.

ნათლისღების წინა დღე - 5 იანვარი / 18 იანვარი

თავისკვეთა დიდებულისა წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი - 29 აგვისტო / 11 სექტემბერი

მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა. აფხაზეთის დაცემის დღე - 14 სექტემბერი / 27 სექტემბერი

 




ქადაგებები და წერილები მარხვის შესახებ



წმ. იოანე ოქროპირი, სიტყვა მარხვის შესახებ

წმიდა ბასილი დიდი, მარხვისათვის

მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი, მარხვისათვის

მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, მარხვის არსი და მნიშნველობა

დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი, ადამის სამოთხიდან განდევნის ხსენება. მარხვისა და ურთიერთშენდობისათვის

მარხვა (წიგნიდან „ანბანი მართლმადიდებლობისა“)

მარხვა (ჟურნალიდან „მწყემსი“)

ზურაბ ეკალაძე, მარხვის შესახებ

რისთვისაა საჭირო მარხვა

რაც უფრო დიდხანს გრძელდება მარხვა, მით მეტია მისი მაკურნებელი ძალა

ეკლესია ჯანმრთელობისთვის საზიანოს არაფერს ითხოვს

როგორ იცავდნენ მარხვას საქართველოს მეფენი

 

City Ozurgeti: 9 April Str N19

ვებ გვერდს ემსახურება მონაზონი ეფემია (ჩხარტიშვილი)


ფოტო მასალები გამოყენებულია შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების არქივიდან. მისი გადმოწერისას გთხოვთ დაიცვათ საავტორო უფლებები.


© Copyright shemoqmedi.ge 2011 • All rights reserved

ჰოსტინგ პროვაიდერია Serv.Ge
საიტის ავტორი: ირაკლი ვაჩნაძე

ვებ–გვერდი მოქმედებს შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების ლოცვა-კურთხევით.


imeroniGeorgian orthodox church calendar.ალაზანიმართლმადიდებელი საქართველო